News დაიჯესტი

“რას დაამსგავსე ქართული პოლიცია,მინისტრო!- ცნობილი ადვოკატი გომელაურს

” გომელაურმა საქართველოს პოლიცია დაამსგავსა გაუპატიურებულ, გაბოროტებულ, უავტორიტეტო დედაკაცს, რომელსაც ცხოვრების სტიმულად მხოლოდ ერთი რამ-შურისძიება და ანგარიშსწორება რჩება! შინაგან საქმეთა მთლიანი სისტემა მინისტრმა აქცია აპარტეიდად-სიძულვილის, ანტაგონიზმის, უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის ერთ დიდ სკოლად, რომელიც ქართულ სახელმწიფოში მოგვევლინა, როგორც ძალადობის ერთგვარ, დაუკოებელ და უმართავ მანქანად! ვეხმაურები და უმკაცრესად ვგმობ პოლიციელთა მხრიდან ადვოკატებზე და ზოგადად, კორპუსზე თავდასხმების მიუტევებელ, დანაშაულებრივ ფაქტებს და მოვითხოვ, გენერალურმა პროკურატურამ უმკაცრესი სამართლებრივი შეფასება მისცეს მომხდარსა და მსგავსის პრევენციის მიზნით გატარდეს ყველა შესაძლო გეგმაზომიერი ღონისძიება! სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და სამინისტროს სხვა ცალკეული ხელმძღვანელი პირები აშკარა საფრთხეს უქმნიან ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებას და მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტის საქმიანობას, რასაც ადვოკატურა ჰქვია და რაც უშუალო, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კავშირშია ადამიანის ფუნდამენტალურ უფლებათა, თავისუფლებათა და კანონიერი ინტერესების დაცვასთან! სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ პროცსეუალური პერსონა, რომელიც , კანონით ადამიანის-(დაცვის ქვეს მყოფის) კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით, პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად ცხადდება შემთხვევის ადგილას, იგი დაუცველი და იმ ადამიანთა მხრიდან თავდასხმის ობიექტი ხდება, რომლებსაც ქვეყანაში მართლწესრიგისა და კანონიერების დაცვა ევალებათ! მე მინდა ვთხოვო ჩვენს საზოგადოებას , ხმა აიმაღლოთ მსგავსი ფაქტების წინააღმდეგ, რამეთუ დუმილი, მოცემულ შემთხვევაში საფრთხეს უქმნის თითოეული მოქალაქის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს, მათი კანონიერი ინტერესების დაცულობას დემოკრატიული აღმშენებლობის შეუქცევად გზაზე მდგარი ქართული სახელმწიფოს რეალობაში!”- წერს სოციალურ ქსელში ადვოკატი, პაატა შავაძე.


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close