News დაიჯესტი

“დროა, შინაგან საქმეთა მინისტრმა აკეთო შენი საქმე ” – პაატა შავაძე გომელაურს უპირისპირდება

ქვეყნის პირველი ანტიკორუფციონერი გომელაურს უპირისპირდება- ნახეთ რას წერს შავაძე სოციალურ ქსელში: “რკინის კაცებისა” და უმართავი ” ფაშების” ეპოქა ჩვენ დავასრულეთ 2012-ში და თქვენი საფაშო /საამირო ჩემი ქვეყანა არასდროს არ გახდება! სადილის თეფშებივით რომ იცვლით ყოველ კვირას ამ პოლიციის უფროსებს შენს გემოზე, თავი ვინ გგონიათ? ორ პრემიერობას ხალხი არ დაუშვებს საქართველოში და ეს აქედანვე უნდა იცოდეთ! ქვეყანას ჰყავს მთავრობის მეთაური და ინებე კეთილი და სცანი ის იმ სიმაღლეზე და იმ პატივით, რაც მას ხალხმა იმთავითვე მიაგო! რასაც არ უნდა წარმოადგენდეს გახარია, მინდა გრძნობდეთ, რომ მის თეფშთან მიტოვებულ სალფეთქადაც არ გვიღირხართ! დროა შინაგან საქმეთა მინისტრმა აკეთო შენი საქმე , საქმე რომელიც. დაგავალეთ ხელისუფლებაში მოსვლის დროს! თქვნ ხართ მინისტრი, მხოლოდ და მხოლოდ მინისტრი, ხალხის დაქირავებული მუშა ხელი და სხვა არავინ და არაფერი! ემსახურეთ ხალხს და არა თქვენივე მოგონილი გავლენებისა და პოზიციების ძლიერებას! კეკლუცობისა და შიდა ქიშპობის დრო ახლა არ არის!!


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close