დიზაინერ გიორგი მასხულიას, ტელეწამყვან ნინოადამაშვილის სავარაუდო ცემის ფაქტზე, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 2000 ლარიანი გირაო შეუფარდა. რამდენიმე თვის წინ ნინო ადამაშვილი პროკურატურამ დაზარალებულად სცნო.
დიზაინერს გირაოს გადახდის ვადად ერთი თვე განესაზღვრა. სასამართლოს შემდეგი პროცესი 26 მარტს 13:00 საათზე ჩაინიშნა.
როგორც გიორგი მასხულიამ „პრაიმტაიმს“ უთხრა, საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.
შემდეგი სასამართლო პროცესი 26 მარტს ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, ფაქტი REGION FASHION WEEK-ზე მომხდარ ინციდენტს ეხება.