კატეგორიის გარეშე

მედია ჯგუფმა “აჭარა PS” ქვეყნის მასშტაბით, ორი საუკეთესო ადვოკატი გამოავლინა და ესენი ცნობილი უფლებადამცველები–ტარიელ კაკაბაძე და პაატა შავაძე არიან

მედია ჰოლდინგი „ აჭარა PS“ -ის მიერ, ქვეყნის მასშტაბით, 2020 წლის საუკეთესო ადვოკატები დასახელდნენ და ესენი ჩვენი სარეიტინგო, ობიექტური შეფასებით ,საქვეყნოდ ცნობილი უფლებადამცველები: ტარიელ კაკაბაძე და პაატა შავაძე არიან.
კეთილსინდისიერება, მაღალი პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობის უდიდესი შეგრძნება, კეთილსინდისიერება, კომპეტენტურობა, საქმისადმი ზედმიწევნით ერთგულება და კლიენტთათვის სასურველ შედეგებზე მაღალი და გამორჩეული ორიენტირება, სადღეღამისო რეჟიმში დაუღალავი , გასაოცარი ტიტანური შრომა, ეს არის ხსენებულ ადვოკატთა თვისებების ის არასრული ჩამონათვალი, რამაც ჩვენ, ასეთი გადაწყვეტილება მიგვაღებინა.
ნიშანდობლივი გახლავთ ისიც, რომ მედია ჰოლდინგი მთელი წლის განმავლობაში აკვირდებოდა შავაძისა და კაკაბაძის მოღვაწეობას, დაესწრო მათი მონაწილეობით გამართულ არაერთ პროცესს , გამოიკითხა უამრავი რესპოდენტი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის თბილისში, ბათუმში, ქუთაისში და ყველა მათგანმა დაგვიდასტურა, რომ ქვეყნის მასშტაბით საუკეთესოებად ხსენებულ ადვოკატთა შერჩევაში, ჩვენი არჩევანი მართებულია.
გვინდა მივულოცოთ პაატა შავაძესა და ტარიელ კაკაბაძეს ეს მართლაც დიდი აღიარება და შემდგომშიც, შემართებული და წარმატებული მოღვაწეობა ვუსურვოთ”,- ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში .


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close