ALL დაიჯესტიNews დაიჯესტიPOSTS დაიჯესტი

ქართველი მეცნიერები შეზღუდვების მოხსნის პოლიტიკას აკრიტიკებენ და მის დასახვეწად ეპიდემიის მათემატიკურ ანალიზს აქვეყნებენ !

„შეზღუდვების მართვის პოლიტიკა არ უნდა ხორციელდებოდეს მცდელობა-შეცდომის რეჟიმში, როგორც ეს გამოქვეყნებულ გეგმაშია დაანონსებული, უფრო ეფექტურია შეზღუდვების მოხსნა მეცნიერულად დადასტურებული პრიორიტეტულობის რიგის მიხედვით!“

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დროითი მწკრივების ანალიზის ჯგუფმა ახალი ანალიზი გამოაქვეყნა:

 

“ ამ ანალიზის მთავარი შედეგი არის ის, რომ 1 თებერვლიდან არა მარტო მოლების, არამედ ასევე ტრანსპორტის და ბაზრობების გახსნას წესით უნდა გაუძლოს ქვეყანამ და ეპიდემიოლოგიური სიტუაცია არ უნდა დამძიმდეს კატასტროფულად“,-აცხადებს ამის შესახებ ჯგუფის წევრი, პროფესორი, ბიძინა შერგელაშვილი.

 

მისი თქმით, გეგმა უფრო გაბედული შეიძლებოდა ყოფილიყო, იმასთან შედარებით, რაც გამოქვეყნდა. „ეკონომიკის ამ სექტორებს ამოსუნთქვის საშუალება უნდა მიეცეს მაქსიმალურად, რასაც სტატისტიკური ანალიზი გვკარნახობს. ზოგად, შეზღუდვების მართვის პოლიტიკა არ უნდა ხორციელდებოდეს მცდელობა-შეცდომის რეჟიმში, როგორც ეს გამოქვეყნებულ გეგმაშია დაანონსებული, უფრო ეფექტურია შეზღუდვების მოხსნა მეცნიერულად დადასტურებული პრიორიტეტულობის რიგის მიხედვით“, -ამბობს პროფესორი შერგელაშვილი.

 

ასევე  დროითი მწკრივების ანალიზის ჯგუფის წევრი პორფესორი,გრიგოლ ღოღობერიძე, აცხადებს, რომ “ლოქდაუნიდან გამოსვლის გეგმის შესახებ: ‘მესვეურები’ იძახიან: არ ვიცით რა მოხდება, და ამიტომ ნელ-ნელა უნდა გავხსნათო. ტყუილია, მეტ-ნაკლებად ვიცით. 10-28 ნოემბრის შუალედში ვიყავით რეჟიმში, როდესაც ტრანსპორტი, ბაზრობები, მაღაზიები და მოლები მუშაობდა და იმ დროის მონაცემებთან შედარება გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ თუ მართლა გახსნა გვინდოდა, შესაძლებელი იყო მაგ რეჟიმზე დაბრუნება“,- ამბობს პროფესორი ღოღობერიძე.

მისივე განცხადებით,  ჩვენ რომ მართლა ევროპა ვიყოთ, და პრიორიტეტი სკოლების გახსნა ყოფილიყო, მაშინ ძნელი იქნებოდა პროგნოზირება. ახლა კი, როგორც ის, ამბობს,  გარკვეული პროგნოზი შესაძლებელია. „რატომ უნდა ელოდონ 2 კვირა ბაზრობის მოვაჭრეები გახსნას? თუ ვაჭრობის აღდგენაა პრიორიტეტი, ან ორივე გაგვეხსნა და დავაკვირვებოდით, რა მოხდება (ჩვენი ანალიზი აჩვენებს, როს ეს სრულიად შესაძლებელია), ან 1 კვირა გახსნილიყო ბაზრობა, 1 კვირა მოლები და ისე გვენახა, რა მოხდებოდა. რაც შეეხება იმ არგუმენტს, რომ ბაზრობების კონტროლი ძნელია, ხელფასსაც მაგაში ვუხდით ამ ხალხს, და არა იმის აღიარებაში, რომ არაფერი იციან“,-გრიგოლ ღოღობერიძე.

 

აღნიშნულ თემაზე მათემატიკური ანალიზი (იხილეთ ბმულზე).

ხოლო მისი დანართი სადაც არის 22-იანვარს დაანონსებული შეზღუდვების მოხსნის  გეგმის მიმოხილვის სრული ტექსტი იხ : შემდეგ ბმულზე.

ჯგუფის მიერ გაკეთებულ მიმიხოლვაში აქცენტი გაკეთებულია, იმაზე, რომ დაგეგმილ სავაჭრო ობიექტებთან ერთად, აუცილებლად უნდა გაიხსნას ბაზრობებიც. ანალიზის მიხედვით, ამან არ უნდა გამოიწვიოს რეპროდუქციის კოეფიციენტის მოსალოდნელზე მეტად ზრდა.

ჯგუფი ასევე დასაშვებად, მიიჩნევს საზოგადოებრივი ტრანსპორტის თუნდაც ნაწილობრივად ამუშავებას. რათქმაუნდა ამ შემთხვევაშიც, სოციალური დისტანცირების წესები უნდა იქნას მკაცრად შემოღებული და რომელიმე უწყებას დაევალოს მისი მკაცრად გაკონტროლება.

დროითი მწკრივების ანალიზის ჯგუფის წევრები:

გიგაღოღობერიძე,ასოცირებულიპროფესორი, grigol_gogoberidze@iliauni.edu.ge

ბიძინაშერგელაშვილი,ასოცირებულიპროფესორი, bidzina.shergelashvili@iliauni.edu.ge

ნათია კევლიშვილი, დოქტორანტი, natia.kevlishvili.1@iliauni.edu.ge

მიხეილ სულიკაშვილი, მაგისტრანტი, mikheil.sulikashvili.1@iliauni.edu.ge

კატო წულაძე, მაგისტრანტი, ekaterine.tsuladze.2@iliauni.edu.ge

მოამზადა რუსა გვაზავა

Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close