News დაიჯესტი

ცნობილი ადვოკატი “პერსონას” ბორდს მადლობას უხდის – ნახეთ, რას წერს პაატა შავაძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე

ცნობილი ადვოკატი,  პაატა შავაძე “პერსონას” ბორდს მადლობას უხდის და წერს:

“ამაყი ვარ, როდესაც საქართველოს ოქროს სახელებში ჩემი სახელის შეტანაც ღირსყვეს! ამაყი ვარ კიდევ უფრო, როცა წელს უკვე მეორედ და თან ქართული იურიდიული მეცნიერების განვითარებასა და ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.. მადლობა იასე კავკავაშვილს, მადლობა ” პერსონას ხელმძღვანელობასა და მთელ ბორდს.. მომავალი წელი გადამწყვეტი, გარდამტეხი ბრძოლის წელია და ყველას წინაშე პირობას ვდებ, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ბოროტებაზე, სისასტიკეზე, აპარტეიდზე, სიძულვილზე, უსამართლობაზე, უსინდისობაზე,სისაძაგლეზე, თვითნებობაზე, გარეწრობაზე, იძულებით მედიცინაზე, იუვენალურ იუსტიციაზე! მომავალი წელი ჩვენია! მომავალი 2021 წელი ცხადდება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა წლად! უამრავ , უსამართლოდ დასჯილ ადამიანს გავამართლებთ და დავუბრუნებთ თავიანთ ოჯახებს! უამრავ დარღვეულ უფლებას აღვადგენთ, უამრავ დაკარგულ ქონებას დავაბრუნებთ, უამრავ სიხარულს მოგანიჭებთ პირადად და ყველას! ყველას, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა… უფალმა დალოცოს ჩემი ქვეყანა და ჩემი ხალხი!”,-წერს შავაძს სოციალურ ქსელში.

 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close