კატეგორიის გარეშე
“ვინ გმართავს?”- ქვეყნის უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატი, პაატა შავაძე ნაზი ჯანეზაშვილს შენიშვნას აძლევს
- ნახვები2441
- ლაიქები0
“იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს რა უნდა პოლიტიკურ მიტინგზე და რა ბარათებს არიგებს? იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა რისთვის გვაქვს? პრობლემები იქ უნდა განიხილოთ და არა ქუჩაში! ნუ გავიწყდებათ ის უდიდესი პასუხისმგებლობა რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს გაკისრიათ და ისიც რომ სახე ხართ ქართული მართლმსაჯულების! არ მიმაჩნია სწორად საბჭოს წევრის პოლიტიკაში მონაწილეობა! ქუჩაში ბარათების დარიგება არ არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ფუნქცია და თქვენი მოქმედებებით თუ აკნინებთ ამ მნიშვნელოვანი ორგანოს ავტორიტეტს! როცა ერთი გამამართლებელიც კი არ გამოჰქონდათ მოსამართლეებს, იმ წლებში არ გამოსულხართ ქუჩაში დალოცვილო და ახლა, ამოდენა სიმაღლეზე შემდგარს რა გრჯის და ვინ გმართავს??”,-წერს სოციალურ ქსელში ქვეყნის უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატი, პაატა შავაძე ნაზი ჯანეზაშვილზე.