News დაიჯესტი
“მეც შენგელიების დიდი “კლანის ” წევრი ვარ” – ცნობილი ადვოკატი ირაკლი შენგელიას ნათესავია?
- ნახვები2283
- ლაიქები0
” ვისაც ჩემი გჯერათ, იცით რომ მთელი ცხოვრება სიმართლის გზით მივლია და ამ გზიდან არასდროს გადამიხვევია! დაბეჯითებით და საჯაროდ ვაცხადებ რომ თუ ირაკლი შენგელია კლანია, ჩათვალეთ მეც კლანის წევრი ვარ! ჩვენ ერთად გავიზარდეთ და ბავშვობის საუკეთესო წლებიც ერთად გავატარეთ! ნათესავებიც ვართ და მხოლოდ ვამაყობ ამით! ირაკლი აღიზარდა შესანიშნავ, მაღალზნეობრივ ტრადიციებსა და იდეალებზე დაფუძნებულ ქართულ ოჯახში, შესანიშნავი მშობლების მიერ! ირაკლის მამა, ჯემალ შენგელია, როგორც ასევე პროფესიონალი იურისტი წლეების განმავლობაში ხელმძღვანელობდა სამტრედიის პროკურატურას და თან ღირსეულად! უმწიკვლოდ! შენგელიებმა შექმნეს იურისტთა ერთი დიდი და დამსახურებული ოჯახი, წარმატებულთა და პროფესიონალთა ღირსეული წრე! აი, რა არ მოსწონს მავანს და რა აღელვებს!! ირაკლი არის უნიჭიერესი კაცი, საოცრად პროფესიონალი და განსწავლული იურისტი და შესანიშნავი მენეჯერი! !ის ჩვენი ძვირფასი მეგობრის-მიხეილ ჩინჩალაძის მოადგილეა და არასდროს სხვისი მოადგილე ის არ იქნება! ვინც არ იცით გეტყვით, რომ შენგელიების გვარს ეკუთვნის მთელი ეპოქა ქართულ იურისპრუდენციაში და მათ ხელში აღიზარდა ქართველ იურისტთა არაერთი თაობა! მათ შორის მეც! მეტიც, ჩვენ გვყავს ერთი საერთო დიდი და დამსახურებული ბიძა-ცნობილი ქართველი იურისტი და საზოგადო მოღვაწე-პროფესორი, იურისტთა თაობების აღმზრდელი და დამკვალიანებელი რომან შენგელია! ჩემი დეიდაშვილია ასევე ცნობილი ქართველი იურუსტი -მეცნიერი-პროფესორი , უამრავი საინტერესო მონოგრაფიული გამოკვლევის ავტორი თუ თანაავტორი ეკა შენგელია! ასევე უნიჭიერესი იურისტია ჩემი მეორე დეიდაშვილიც-ჩემი ეკას ძმა , არანაკლებ პროფესიონალი იურისტი ჩემი გიო შენგელია! ეს არასრული ჩამონათვალია ჩვენი ძლიერებით აღსავსე წრის! აი, ეს არის ჩვენი კლანი მეგობრებო! კლანი პროფესიონალი იურისტებისაგან შემდგარი, რომელსაც ვერასდროს ვერავინ წაშლის!! ვერასდროს ვერავინ დაგვამარცხებს! და იცით რატომ? ბევრისაგან განსხვავებით, ჩვენ ტვინით ვაზროვნებთ და არა ერთი ადგილით!! ვამაყობ მე ერთი პაატა შავაძე იმით რომ შენგელიების დიდი და სწორუპოვარი ” კლანის” პირუთვნელი წევრი ვარ! ჩემი ირაკლი კი ჩემი სიამაყეა!”,-წერს სოციალურ ქსელში, ადვოკატი პაატა შავაძე.