ქართველ მეცნიერთა ჯგუფი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მათემატიკური ანალიზის შედეგებს აქვეყნებს! იხ. პოსტი
საერთოდ, ეპიდემიის მიმდინარე მდგომარეობის ანალიზი და მითუმეტეს მისი მომავალი განვითარების პროგნოზირება რთული კომპლექსური ამოცანაა და სხვადასხვა სტატისტიკური ჩარჩო მოდელი განსხვავებულ შედეგებს იძლევა, რაც ბუნებრივია. თან შესაბამისი ცდომილებაც უნდა იყოს მიღებული მხედველობაში. ამიტომ, როდესაც გადაწყვეტილება მიიღება მთავრობის მიერ ამა თუ იმ შემზღუდავი წესის შემოღების ან გაუქმების შესახებ, აუცილებელია რაც შეიძლება ბევრი სხვადასხვა მეთოდით ამ გადაწყვეტილების მოსალოდნელი ეფექტის და რისკების მათემატიკური ანალიზი და მათი ერთმანეთთან შედარება. ასეთ რეჟიმში მოღებული გადაწყვეტილებები ნაკლებ პოტენციურ რისკებს უნდა შეიცავდნენ, დამაჯერებელი ალბათობით.
კიდევ ერთხელ, უნდა გავუსვათ ხაზი, რომ მოყვანილი დამაიმედებელი პროგნოზი არის ვალიდური მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ დათქმით, რომ ამ ბოლო კვირებში არსებული შეზღუდვების რეჟიმი ნარჩუნდება და 24 რიცხვიდან მაქსიმალურად ფრთხილად ხდება შემსუბუქება (ან საერთოდ უმნიშვნელოდ ხდება). ალბათ სასურველი იქნებოდა სასურსათო მაღაზიების გარდა სხვა სავაჭრო წერტილებში იყოს მომსახურების ინდივიდუალური რეჟიმი, როგორც ეს ევროპის ქვეყნებშია ახლა. ანუ ხალხს მაღაზიაში შესვლის უფლება არ აქვს, ყველა მომხმარებელთან გამოდის რომელიმე გამყიდველი და კართან გამოაქვს მისთვის სასურველი ნივთი და თანხის გადახდაც იქვე ხდება. ეს იძლევა 2 სასურველ ეფექტს:
1) მაღაზიას გარეგნულად აქვს ისეთი შესახედაობა, რომ ყველა შემთხვევით მომხმარებლელს ჰგონია მაღაზია დაკეტილიაო, ამიტომ ტყუილად დასათვალიერებლად და შოპინგით დეპრესიასთან საბძოლველად იქ არავინ მიდის;
2) ვისაც მართლა აქვს გადაუდებელი საჭიროება ამ მაღაზიიდან რაიმე ნივთის შეძენის, მისთვის ადვილად ხდება ცნობილი, რომ მაღაზია მუშაობს სპეციალური რეჟიმით და შესაბამისად ხდება მისი უსაფრთხოდ მომსახურება. ასე არ ხდება ხალხის დიდი მასების დაგროვება მაღაზიაში, რადგან ქუჩაში თან ამ სიცივეში თუ მართლა საქმე არ აქვს ადამიანს, ის მაღაზიაში ტყუილად არ მივა და არ იდგება მის კართან.
ასევე შეიძლება იმუშაოს კაფეებმა და რესტორნებმა მხოლოდ გატანის მომსახურებით. რაც გულისხმობს, მომხმარებელს შეკვეთილი პროდუქტები უნდა გამოუტანონ გარეთ. იმისთვის, რომ მათ არ მოუწიოთ სიცივეში ლოდინი, უნდა აქტიურად ამუშავდეს ტელეფონით ან ინტერნეტით შეკვეთის მიღების საშუალებები.
იმ შემთხვევაში თუ მოხდება შეზღუდვების უკონტროლო მოხსნა და მთლიანად გახსნა, ძლივს გამოკვეთილი სასიკეთო ტენდენციები სერიოზული რისკის ქვეშ შეიძლება დადგეს! გვინდა ვიმედოვნოთ, რომ გადაწყვეტილების მიმღებები ამ ანალიზს, მისი შინაარსს და მიმდინარე სიტუაციას გაითვალისწინებენ და ისე გადადგამენ შემდგომ ნაბიჯებს.
COVID-19 ეპიდემიის განვითარების პროგნოზი 21.12.2020-27.12.2020 კვირაში სხვადასხვა მოდელების მიხედვით
COVID-19 ეპიდემიის განვითარების პროგნოზი 21.12.2020-27.12.2020 კვირაში სხვადასხვა მოდელების მიხედვით Get link Facebook Twitter Pinterest Email Other Apps – 21.12.20 COVID-19 …