News დაიჯესტი
ცნობილი ადვოკატი ” საქართველოს ოქროს წიგნში” – პაატა შავაძის მორიგი წარმატება
- ნახვები1625
- ლაიქები0
“მეამაყება,რომ წელსაც საქართველოს “ოქროს წიგნში” ქვეყნის ოქროს სახელთა შორის ჩაიწერა ჩემი სახელიც.. მადლობა ღონისძიების ორგანიზატორებს! ❤️❤️განსაკუთრებით- სოსო კავკავიშვილს…”,-წერს სოციალურ ქსელში საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე ცნობილი ადვოკატი და უფლებადამცველი, პაატა შავაძე.
ცნობისთვის, შავაძეს ” პერსონას” ბორდმა წელს უკვე მეორედ, ქართული იურიდიული მეცნიერების განვითარებასა და ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებით თვალსაჩინო წვლილისათვის “პერსონა-2020 -ის” უმაღლეს და საპატიო ტიტულს მეორეჯერ მიანიჭებს და ” საქართველოს ოქროს სახელების” საპატიო წიგნის ბინადარი წელსაც იქნება.
ტიტული ადვოკატს 27 დეკემბერს საზეიმოდ თბილისში , გრანდიოზულ ღონისძიებაზე ოფიციალურად მიენიჭება.
პაატა შავაძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლეობის კანდიდატიცაა.. იგი სამართლის დოქტორი და პროფესორი, საქართველოს ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრია.