ALL დაიჯესტიNews დაიჯესტი

შეზღუდვებმა ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მკვეთრად  გააუმჯობესა,- იხ,მათემატიკური პარამეტრები

აი როგორ ხდება შეზღუდვებით განპირობებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მკვეთრი გაუმჯობესების მათემატიკური პარამეტრებით გამოსახვა. რეპროდუქციის კოეფიციენტი მთლიანიც და რეგიონების მიხედვითაც ჩამოსულია 1-ზე დაბალ ნიშნულზე

ბიძინა შერგელაშვილი , ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორის მკვლევარი, ლოქდაუნის შედეგებზე საუბრობს და მას მათემატიკური პარამეტრებით  აქვეყნებს:

აი როგორ ხდება შეზღუდვებით განპირობებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მკვეთრი გაუმჯობესების მათემატიკური პარამეტრებით გამოსახვა. რეპროდუქციის კოეფიციენტი მთლიანიც და რეგიონების მიხედვითაც ჩამოსულია 1-ზე დაბალ ნიშნულზე ( წყარო იხ. https://geotimeseries.blogspot.com/…/covid-19-17122020… ).

 

ამჟამინდელი მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი სავარაუდოდ არის გამოძახილი 2-3 კვირის წინანდელი გამალებული აღმავალი ტრენდისა, დღეში 5000 ახალი შემთხვევა რომ ფიქსირდებოდა. აი ამიტომ ჰქონდა დაკეტვას გადამწყვეტი მნიშვნელობა! აღმავალი ტრენდი გაჩერებულია, ამასვე ადასტურებს აქტიური შემთხვევების გრაფიკიც.

თუკი ახლა მიღწეული პარამეტრების ნიშნულები უახლოესი 2-3 კვირა შენარჩუნდა ან შემცირდა, მაშინ იანვრის პირველ ნახევარში სიკვდილიანობის მკვეთრი შემცირება მოხდება მაღალი ალბათობით.

რათქმაუნდა, ამ პირობის შესრულება ძნელია ახალი წლის პირობებში, მაგრამ თუ გვინდა, რომ ცოტა ამოვისუნთქოთ სასურველი იქნება მოქალაქეობრივი სოლიდარობის მასობრივი აქციის სახით, ამ ერთხელ ახალი წელი ყველამ დისტანციურად მივულოცოთ ერთმანეთს, მეკვლედ სიარულს მოვერიდოთ და ცოტა უჩვეულო ფორმატით, მაგრამ საერთო საქვეყნო საქმეში მოქალაქეობრივი კონტრიბუციის გრძნობით შევხვდეთ ახალ წელს და შობას.

მომწონს

 

კომენტარი
გაზიარება

Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close