ALL დაიჯესტიNews დაიჯესტი

დაინფიცირებული ადამიანების დახმარება შეიარაღებული ძალების და მათი შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებებით უნდა მოხდეს ?!

ბიძინა შერგელაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის,ასოცირებული პროფესორი,ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორის მკვლევარი,დაინფიცირებული ადამიანების დახმარების შესაძლო ალტერნატიულ ვერსიაზე საუბრობს:

“ამ მძიმე სიტუაციაში როდესაც არც მედპერსონალია საკმარისი და არც მანქანები უამრავი დაინფიცირებულისთვის, სასწრაფო დახმარების აღმოსაჩენად, საგანგებო ვითარეებიდან გამომდინარე სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს დამატებითი რესურსები, როგორიცაა; შეიარაღებული ძალები და მათი შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებები, დაინფიცირებულების დროულად გადასაყვანად იზოლირებულ სივრცეებში. სხვანაირად მიმდინარე სტატისტიკური პროცესის პარამეტრების დარეგულირება შეუძლებელი იქნება ! (მაგალითად, ამ კვლევებში განხილული რეპროდუქციის კოეფიციენტის უსაფრთხო ნიშნულამდე  შემცირება  –https://geotimeseries.blogspot.com/…,Grigol Gogoberidze) .

არ შეიძლება ამდენი დაინფიცირებული ადამიანის ქუჩებში  უკონტროლოდ სიარული !”,-წერს  პროფესორი. 

მედია პორტალ ” ჯეო დაიჯესტსმა” ჯერ კიდევ ივნისის თვეში გამოაქვეყნა მასლა, სადაც შერგელაშვილი,ზამთრის მძიმე კარანტინში გატრების ალბათობაზე საუბრობდა : იხ. ლინკი 

 

მოამზადა რუსა გვაზავა

 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close