News დაიჯესტი
ნიუ-იორკში 18 წლის ქართველი ბიჭი მოკლეს
- ნახვები2532
- ლაიქები0
მკვლელობა მოხდა 6 დეკემბერს,ნიუ-იორკში. როგორც სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ირაკლი დანელია წერს,მოკლული 18 წლის ქართველი ბიჭია.
“მოკლედ რა საშინელი წელია ეს – 2020… (კორონავირუსი, მკვლელობები, შატილის ტრაგედია და რომელი ერთი კიდევ რომ ჩამოთვალო მთელი ფეისბუქი არ გეყოფა)
ჯერ იყო და ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა და ტკივილი არ გაგვნელებია არავის და ცოტა ხნის წინ შემძრა ინფორმაციის გაგებამ, რომ 18 წლის ეს საოცარი ბიჭი – ჯაბა ადამია სასიკვდილოდ გაუმეტებია და დაუჭრია ვიღაცას წუხელ საღამოს ნიუ-იორკში. ვინც იცის ნიუ იორკის უბნები, ბრუკლინში East 21 ქუჩისა და AVENUE P-ს(P გამზირის) კვეთაზე, საკუთარი სახლიდან დაახლოებით ნახევარი მილის მოშორებით უპოვნიათ უგონო მდგომარეობაში მყოფი. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა სამწუხაროდ ვერ მოხერხდა. ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტმა ფაქტზე საგამოძიებო ქმედებები მიმდინარეობსო…
ბიჭი მხიარული და სიცოცხლით სავსე მეორე არ დადიოდაო-ასე ახასიათებენ მას მეგობრები.
ვიზიარებ ოჯახისა და ახლობლების მწუხარებას. მართლაც რომ ზედმეტია სანუგეშო სიტყვები ამ დროს”,-წერს ჟურნალისტი.