News დაიჯესტი
ვუჰანში მაისის შუა რიცხვებიდან ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა
რატომ აღარავინ ავადდება კორონავირუსით ვუჰანში, საიდანაც ის მოედო მსოფლიოს, მაშინ, როდესაც სამყარო მეორე ტალღას ებრძვის
- ნახვები2967
- ლაიქები0
საქართველოში აჭარაში ფიქსირდება ვირუსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი და ამის გამო შეიზღუდა მუნიციპალური და საქალაქთაშრისო ტრანსპორტის გადაადგილება. დიდ ქალაქებში კი სკოლაში სიარულს მხოლოდ პირველიდან მეექვსე კლასამდე მოსწავლეები შეძლებენ. ესპანეთში ბარები და რესტორნები მხოლოდ რამდენიმე საათით იმუშავებენ, დიდ
ბრიტანეთში ექვსზე მეტი ადამიანის შეკრება იკრძალება, რუსეთში 65 წელს გადაცილებული ადამიანებს სთხოვენ, რომ სახლში დარჩნენ, ხოლო დიდ კომპანიებს ურჩევენ, დისტანციურ მუშაობაზე გადავიდნენ. არც ამერიკის შეერთებულ შტატებშია უკეთესი მდგომარეობა. უკვე რამდენიმე თვეა კორონავირუსი ამოსუნთქვის საშუალებას არ გვაძლევს და უამრავ სირთულეს გვიქმნის.
ამ ფონზე, ყველაზე საოცარი ისაა, რომ იმ ქალაქში, საიდანაც ვირუსი მთელ მსოფლიოს მოედო, ცხოვრება გაჩაღდა. მასობრივი ღონისძიებები საკმაოდ მშვიდად ტარდება, გასართობი ღონისძიებები აკრძალვების გარეშე მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, პირბადის თანხლებით, მაგრამ, ახლა ყველა ასე დადის.
საილუსტრაციოდ გამოდგება ფოტო, სადაც ჩანს, როგორ ერთობა აუზში უამრავი ადამიანი დიჯეის თანხლებით. ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა. იმისათვის, რომ ამხელა თავისუფება მოეპოვებინათ, ვუჰანის მცხოვრებლები უპირობოდ ასრულებდნენ ყველა ზომასა და აკრძალვას, რაც
სახელმწიფომ დააწესა. ისინი უბრალოდ ისხდნენ სახლში და იშვიათი გამონაკლისის გარდა, გარეთ არ გასულან. 23 იანვარს დაიწყეს კარანტინი და 8 აპრილამდე გაგრძელდა. თითოეულ მათგანს ჰქონდა შესაძლებლობა მაქსიმუმ 2 საათის განმავლობაში გასულიყო გარეთ.
მაშინ, როცა ნახევარი გაზაფხული გავიდა, 11 მილიონიანი მოსახლეობით ვუჰანმა ნელ-ნელა და ძალიან ფრთხილად დაიწყო შეზღუდვების მოხსნა. პირველ რიგში, აღდგა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გაიხსნა სავაჭრო ცენტრები და რესტორნები.
ხალხი მოთმინებით ელოდა, როდის წავიდოდა სამსახურში, მაგრამ როცა 12 მაისს ცნობილი გახდა, რომ 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რამდენიმე დღით ისევ გამოაცხადეს კარანტინი და დაიწყეს მასობრივი ტესტირება. ძალიან სწრაფად გაისმა განგაშის ზარი. ისევ ისე, ყველა მოქალაქე დაემორჩილა კანონს და ტესტირებაც ყველამ ჩაიტარა და ის დღეებიც არავინ გასულა სახლებიდან.
შედეგად, ზაფხულში გაიხსნა ყველა დაწესებულება: ღამის კლუბები, სავაჭრო ცნტრები, კინოთეატრები, რესტორნები და კაფეები. სოციალური დისტანციის მოთხოვნა ყველგან მოქმედებს. ერთადერთი გამონაკლისი კლუბები და უკვე ხსენებული აუზია, სადაც მასობრივი შეკრებები ტარდება. ორგანიზატორებს არც იმის თქმის შერცხვათ, რომ გოგონებს ბილეთი ნახევარ ფასად შესთავაზეს იმ მიზნით, რომ უფრო მეტი ადამიანი შეეგროვებინათ.
ფოტომ ძალიან ბევრი ადამიანის აღშფოთება გამოიწვია, რადგან ერთი ადამიანის დაინფიცირება საკმარისია, რომ პანდემია ისევ თავიდან დაიწყოს. მაგრამ, სტატისტიკის მიხედვით, ვუჰანში მაისის შუა რიცხვებიდან ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.
ეს სასწაულის დამსახურება კი არა, იმ ადამიანებისაა, რომლებსაც სახლში დარჩება აღარ სურდათ. ამიტომ, ისინი უპირობოდ ასრულებდნენ ყველა აკრძალვას, ატარებდნენ პირბადეს, რეგულარულად იტარებდნენ არა მხოლოდ ხელის, არმედ ფეხსაცმლის დეზინფექციას, მუდმივად ამოწმებდნენ ტემპერატურას და სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, დამოუკიდებლად, სხვისი მითითების გარეშე, რჩებოდნენ სახლში თვითიზოლაციაში. და ამ წესების დაცვას ახლაც აგრძელებენ.