ALL დაიჯესტი

სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­ზღვრე­ბი და სა­ჰა­ე­რო ფრე­ნე­ბი 2023 8 მარ­ტამ­დე იქ­ნე­ბა შე­ზღუ­დუ­ლი!

მსოფლიოს და ზოდიაქოს ნიშნებს რადიკალური ცვლილებები ელით, რომელიც მინიმუმ 3 წელს გასტანს

14:47 / 20-03-2020

სა­ტურნს უმე­ტე­სო­ბა ბო­როტ პლა­ნე­ტად მი­იჩ­ნევს, მაგ­რამ ნუ ვიქ­ნე­ბით მკაც­რე­ბი შე­ფა­სე­ბა­ში, სა­ტურ­ნი არის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი პლა­ნე­ტა, რო­მე­ლიც თუ კარ­გად მო­იქ­ცე­ვით, და­გა­ჯილ­დო­ებთ. სა­ტურ­ნი იუ­პი­ტე­რი არაა, რომ სა­ჩუქ­რე­ბი გა­მო­გიგ­ზავ­ნოთ, სა­ტურ­ნი მო­ი­თხოვს და ხან­და­ხან გვა­ი­ძუ­ლებს კი­დეც, რომ თავ­და­უ­ზო­გა­ვად ვი­მუ­შა­ოთ. სწო­რედ ამის გამო არ უყ­ვართ იგი. სა­ტურ­ნი არის დის­ციპ­ლი­ნის, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის, წეს­რი­გი­სა და კა­ნო­ნის პლა­ნე­ტა. მას აქვს თა­ვი­სი პი­რო­ბე­ბი, თუ წეს­რი­გი არ გაქვთ ოჯახ­ში, სა­ტურ­ნი და­ან­გრევს მას, თუ ჯან­მრთე­ლო­ბას არ აქ­ცევ­დით ყუ­რა­დღე­ბას, ან არა­ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესი გაქვთ, სა­ტურ­ნი გა­ი­ძუ­ლებთ, რომ მი­მარ­თოთ ექიმს, შე­იც­ვა­ლოთ ცხოვ­რე­ბის წესი. თუ კა­ნო­ნი და­არ­ღვი­ეთ, სა­ტურ­ნი კა­ნო­ნის მხა­რეს იქ­ნე­ბა. ნუ დაგ­ვა­ვი­წყდე­ბა, რომ ის არის შე­ზღუდ­ვაც, სა­ზღვრე­ბიც.

23 მარტს სა­ტურ­ნი მერ­წყუ­ლის ზო­დი­ა­ქო­ში გა­და­დის. მერ­წყუ­ლი არის ჰა­ე­რის ნი­შა­ნი, იგი ჯერ არ გა­და­სუ­ლა და უკვე შე­ზღუდ­ვა და­წეს­და ავი­აფ­რე­ნებ­ზე. სა­ტურ­ნი მერ­წყულ­ში რეტ­როგ­რა­დულ ფა­ზა­ში გა­დას­ვლამ­დე დარ­ჩე­ბა – ანუ 2 ივ­ლი­სამ­დე (შემ­დეგ დაბ­რუნ­დე­ბა თხის რქა­ში, რათა მო­აგ­ვა­როს და­წყე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი და 18 დე­კემ­ბერს გა­აგ­რძე­ლებს სწორ სვლას მერ­წყულ­ში და კაი ხნით დარ­ჩე­ბა იქ, უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, 2023 8 მარ­ტამ­დე), ასე რომ სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­ზღვრე­ბი და სა­ჰა­ე­რო ფრე­ნე­ბი ამ პე­რი­ო­დამ­დე იქ­ნე­ბა შე­ზღუ­დუ­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა ეკო­ნო­მი­კურ სი­ტუ­ა­ცი­ას, კრი­ზი­სუ­ლი პე­რი­ო­დი შე­იძ­ლე­ბა დე­კემ­ბერ­შიც გან­მე­ორ­დეს და 2023 წლამ­დე მო­ვუნ­დეთ სი­ტუ­ა­ცი­ის და­ლა­გე­ბას

მერ­წყუ­ლის ნიშ­ნის ქვე­შაა რუ­სე­თი და ალ­ბათ სხვებ­თან შე­და­რე­ბით უფრო მძაფ­რად იგ­რძნობს ფი­ნან­სურ კრი­ზის, რად­გან შე­ზღუდ­ვის პლა­ნე­ტა იქ­ნე­ბა რუ­სე­თის მფარ­ველ ნი­შან­ში. ბო­ლოს სა­ტურ­ნი მერ­წყულ­ში 1991 წლის 6 თე­ბერ­ვალს გა­და­ვი­და და სამი წელი დარ­ჩა. რო­გორც გახ­სოვთ, ეს იყო ფი­ნან­სუ­რი სირ­თუ­ლე­ე­ბით აღ­სავ­სე პე­რი­ო­დი რუ­სე­თის­თვის. ახლა სირ­თუ­ლე­ე­ბი ნაკ­ლე­ბი იქ­ნე­ბა, რად­გან წლის ბო­ლოს სა­ტურ­ნი იუ­პი­ტერს შე­უ­ერ­თდე­ბა. თუმ­ცა, უნდა გა­გაფრ­თხი­ლოთ, რომ არ გა­ჯი­უტ­დეთ, სა­ტურნს სი­ჯი­უ­ტე არ უყ­ვარს, რაც უფრო შეძ­ლებთ ლა­ვი­რე­ბას, ერთი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან მე­ო­რე­ზე მარ­ტი­ვად გა­დას­ვლას, მით უფრო გა­გი­ად­ვილ­დე­ბათ. თქვე­ნი გზის არ­ჩე­ვა­ში იუ­პი­ტე­რიც და­გეხ­მა­რე­ბათ. თუმ­ცა, ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა ახა­ლი ბიზ­ნე­სი და­ი­წყოს ან ახა­ლი მიზ­ნე­ბის­კენ სწრაფ­ვა გა­უჩ­ნდეს.

  • 2020 წელს სა­ტურ­ნის გავ­ლე­ნას იგ­რძნო­ბენ 20-23 იან­ვრის შუ­ა­ლედ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი მერ­წყუ­ლე­ბი. მო­გე­თხო­ვე­ბათ, ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ მი­უ­ახ­ლოვ­დეთ მი­ზანს და აგურ-აგურ აა­შე­ნოთ თქვე­ნი წარ­მა­ტე­ბის პი­რა­მი­და.
  • 2021 წელს სა­ტურ­ნი-მზის შე­ერ­თე­ბა ექ­ნე­ბათ 21 იან­ვრი­დან 3 თე­ბერ­ვლის შუ­ა­ლედ­ში და­ბა­დე­ბულს. ცვლი­ლე­ბე­ბი მო­სა­ლოდ­ნე­ლია კა­რი­ე­რა­ში. ან აი­სა­ხე­ბა თქვენს სამ­სა­ხურ­ზე.
  • 2022 წელს სა­ტურ­ნი გავ­ლე­ნას იქო­ნი­ებს იმ მერ­წყუ­ლებ­ზე, ვისი და­ბა­დე­ბის დღე­ე­ბიც ემ­თხვე­ვა პე­რი­ოდს – პირ­ვე­ლი­დან 15 თე­ბერ­ვალ­მდე.
  • 2023 წელს კი სა­ტურ­ნის ზე­მოქ­მე­დე­ბას იგ­რძნო­ბენ 12-დან მერ­წყუ­ლის ბოლო რი­ცხვამ­დე (22 ან 21 თე­ბერ­ვლამ­დე) და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი.

სა­ტურ­ნი იმოქ­მე­დებს თქვენ­ზე, თუ ას­ცენ­დენ­ტით მერ­წყუ­ლი ხართ. რო­გორც გა­მოც­დი­ლი ას­ტრო­ლო­გე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ როცა სა­ტურ­ნი ას­ცენ­დენტზე გა­დის, თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად იც­ვლე­ბა, ისე­თი აღარ იქ­ნე­ბით, რო­გო­რიც ადრე. 2020 წელს ცვლი­ლე­ბე­ბი ელით მათ, ვი­საც მერ­წყუ­ლის პირ­ველ სამ გრა­დუს­ში აქვს ას­ცენ­დენ­ტი. 2021 წელს, ვისი ას­ცენ­დენ­ტიც პირ­ვე­ლი­დან მე-13 გრა­დუს­ში მდე­ბა­რე­ობს. 2022 წელს – ცვლი­ლე­ბებს იგ­რძნო­ბენ ისი­ნი, ვისი ას­ცენ­დენ­ტიც 11-დან 25 გრა­დუ­სამ­დე მდე­ბა­რე­ობს და 2023 წელს – 22-დან 30 გრა­დუ­სის ჩათ­ვლით.

აგ­რეთ­ვე, გა­და­ხე­დეთ, თუ გყავთ მერ­წყუ­ლის ზო­დი­ა­ქო­ში პლა­ნე­ტე­ბი. მა­გა­ლი­თად, აქ გან­ლა­გე­ბუ­ლი მთვა­რე, როცა მას სა­ტურ­ნი შე­უ­ერ­თდე­ბა, შე­იძ­ლე­ბა მი­ა­ნიშ­ნებ­დეს შვი­ლის გა­ჩე­ნას, და­ფეხ­მძი­მე­ბას ან ინ­ფორ­მა­ცი­ას თქვენს დე­და­ზე. აგ­რეთ­ვე, მთვა­რე სა­ტურ­ნის შე­ერ­თე­ბამ შე­იძ­ლე­ბა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი მი­სა­მარ­თის შეც­ვლა გა­მო­იწ­ვი­ოს, ემიგ­რა­ცი­აც კი.

ახლა გა­დავ­ხე­დოთ რას მოგ­ვი­ტანს სა­ტურ­ნი, როცა თი­თო­ე­ულ ზო­დი­ა­ქოს ნი­შანს გა­ივ­ლის. სა­სურ­ვე­ლია, ნა­ხოთ მზის მი­ხედ­ვი­თაც (ანუ თქვე­ნი ზო­დი­ა­ქის ნიშ­ნის მი­ხედ­ვით) რა გე­ლით და ას­ცენ­დენ­ტი­თაც (თუ იცით). გახ­სოვ­დეთ, რომ სა­ტურ­ნი მერ­წყულ­ში და შე­სა­ბა­მი­სად თქვენს სახ­ლში სამ წელს გას­ტანს:

ვერ­ძი– თქვენ­თვის მერ­წყუ­ლი არის მე­თერ­თმე­ტე სახ­ლი.

სა­ტურ­ნი შე­ამ­ცი­რებს ან კო­რექ­ტი­ვებს შე­ი­ტანს თქვენს მე­გობ­რულ კავ­ში­რებ­ში. შე­იძ­ლე­ბა შემ­ცირ­დეს, ან ხა­რის­ხი­ა­ნი გახ­დეს. სხვა­თა შო­რის, მე­თერ­თმე­ტე სახ­ლი მე­სა­მე ქორ­წი­ნე­ბა­ცაა. თუ და­გეგ­მი­ლი გაქვთ, რა თქმა უნდა. აგ­რეთ­ვე, მე­თერ­თმე­ტე სახ­ლი მარ­თავს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებს. შე­იძ­ლე­ბა შე­ზღუ­დოთ ეს გა­სარ­თო­ბი ან პი­რი­ქით, მისი დახ­მა­რე­ბით და­ი­წყოთ მუ­შა­ო­ბა, თქვე­ნი ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბა. შე­საძ­ლე­ბე­ლია, გა­მო­გიჩ­ნდეთ დამ­რი­გე­ბე­ლი, მო­ტი­ვა­ტო­რი, იგი­ვე იმ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლე­ბი­დან, ვინც გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბას მოგ­ცემთ და ვი­საც მე­გობ­რად გა­იხ­დით.

კურო– თქვენ­თვის მერ­წყუ­ლი არის მე­ა­თე სახ­ლი.

ეს არის კა­რი­ე­რა, სამ­სა­ხუ­რი, მიღ­წე­ვა და რე­პუ­ტა­ცია. ან თა­ნამ­დე­ბო­ბას შე­მო­თა­ვა­ზე­ბენ, ან ბიზ­ნე­სის მარ­თვას, ან მო­გი­წევთ თქვე­ნი რე­პუ­ტა­ცი­ის დაც­ვა. ერთი სი­ტყვით, მო­სა­ლოდ­ნე­ლია კა­რი­ე­რა­ში ცვლი­ლე­ბე­ბი, სტა­ტუს­შიც. ნუ გა­უ­ჯი­უტ­დე­ბით ცვლი­ლე­ბებს. უნდა გი­თხრათ, რომ მე­ა­თე სახ­ლში სა­ტურ­ნის მოხ­ვედ­რა და­ქორ­წი­ნე­ბა­საც გვაძ­ლევს, მშო­ბე­ლი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეთ. ანუ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უნდა აი­ღოთ მე­უღ­ლე­ზე ან შვილ­ზე. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი მი­სა­მარ­თი შე­იც­ვა­ლოს.

ტყუ­პი– თქვენ­თვის მერ­წყუ­ლი არის მე­ცხრე სახ­ლი.

სა­ზღვარ­გა­რეთ მი­მოს­ვლე­ბი შე­გე­ზღუ­დე­ბათ. შე­იძ­ლე­ბა ერთ ქვე­ყა­ნა­ში დარ­ჩეთ 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სწავ­ლის ან სამ­სა­ხუ­რის გამო. თუმ­ცა, თუ საქ­მე სწავ­ლას ეხე­ბა, დიპ­ლო­მის ასა­ღე­ბად სე­რი­ო­ზუ­ლი გარ­ჯა მო­გი­წევთ. სა­ტურ­ნი ზარ­მა­ცო­ბას არ გა­პა­ტი­ებთ. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა სუ­ლაც აკა­დე­მი­უ­რი აი­ღოს. შე­იძ­ლე­ბა პე­და­გო­გო­ბა და­ი­წყოთ. სა­სურ­ვე­ლია, კონ­კრე­ტუ­ლი გეგ­მა გქონ­დეთ. ზო­გი­ერთს შე­იძ­ლე­ბა უცხო­ე­ლი სა­ბე­დო გა­მო­უჩ­ნდეს. სა­ტურ­ნის გავ­ლე­ნით ეს იქ­ნე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ნე­ბა, ყვე­ლა წე­სის დაც­ვით, თუმ­ცა, ვი­ზას შე­იძ­ლე­ბა 3 წელი ელო­დოთ. თუ სა­სა­მარ­თლო საქ­მე­ე­ბის და­წყე­ბას აპი­რებთ, გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ ისიც 3 წლით გა­ი­წე­ლე­ბა.

კირჩხი­ბი– თქვენ­თვის მერ­წყუ­ლი არის მერ­ვე სახ­ლი.

შე­იძ­ლე­ბა შე­გიმ­ცირ­დეთ ფი­ნან­სე­ბი (ალი­მენ­ტი, სტი­პენ­დია ინ­ვეს­ტი­ცია ან ფუ­ლა­დი დახ­მა­რე­ბა) სა­ტურ­ნი მი­გი­თი­თებთ, რომ სხვი­სი კი არა, სა­კუ­თა­რი თა­ვის იმე­დი უნდა გქონ­დეთ. შე­იძ­ლე­ბა პარტნი­ორს (ამ შემ­თხვე­ვა­ში მე­უღ­ლეს) შე­უმ­ცირ­დეს შე­მო­სა­ვა­ლი. შე­იძ­ლე­ბა შე­ფერ­ხდეს მემ­კვიდ­რე­ო­ბის მი­ღე­ბა. კარ­გია ის, რომ სა­ტურ­ნის დახ­მა­რე­ბით შე­ი­ზღუ­დე­ბა კრი­ზი­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი (მა­გა­ლი­თად, ავა­რი­ე­ბი). უნდა იმუ­შა­ოთ სა­კუ­თა­რი თა­ვის ტრანსფორ­მა­ცი­ა­ზე. ზო­გი­ერ­თი და­ინ­ტე­რეს­დე­ბა ეზო­ტე­რი­კით. კარ­გია გეგ­მი­უ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის გა­კე­თე­ბა და ჩა­სახ­ვა ხე­ლოვ­ნუ­რი მე­თო­დით.

ლომი– თქვენ­თვის მერ­წყუ­ლი არის მეშ­ვი­დე სახ­ლი.

სა­ტურნ­მა შე­იძ­ლე­ბა რა­დი­კა­ლუ­რი როლი შე­ას­რუ­ლოს თქვენს პარტნი­ო­რულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში. ერთი მხრივ შე­იძ­ლე­ბა გა­ცივ­დეთ პარტნი­ო­რის მი­მართ, გან­ქორ­წინ­დეთ კი­დეც, თუ აღარ გსურთ ამ ადა­მი­ან­თან ოჯა­ხის შე­ნე­ბა. ან პი­რი­ქით, და­ქორ­წინ­დეთ (იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ თქვენს მეშ­ვი­დე სახ­ლში გა­და­ვა მერე იუ­პი­ტე­რიც). პარტნი­ო­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს გა­მოც­დი­ლი ან ასა­კით უფ­რო­სი. მი­წა­ზე მყა­რად მდგომ პარტნი­ორს მო­უნ­დე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი, და­კა­ნო­ნე­ბუ­ლი კავ­ში­რი. ზო­გი­ერთს შე­იძ­ლე­ბა მტრებ­თან მო­უხ­დეს და­პი­რის­პი­რე­ბა. ან გა­მო­გიჩ­ნდეთ ახა­ლი ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რი, რო­მელ­თა­ნაც 3 წელი იმუ­შა­ვებთ.

ქალ­წუ­ლი– თქვენ­თვის მერ­წყუ­ლი არის მე­ექ­ვსე სახ­ლი.

ეს არის რე­ჟი­მის, სამ­სა­ხუ­რის, ყო­ველ­დღი­უ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის სახ­ლი. დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლე­ბიც არის მე­ექ­ვსე სახ­ლი და შე­იძ­ლე­ბა შე­ამ­ცი­როთ თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. მე­ექ­ვსე სახ­ლი არის ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბიც და შე­იძ­ლე­ბა ისი­ნი წა­ვიდ­ნენ თქვენ­გან ან თა­ვად გა­ა­ჩუ­ქოთ. ზოგ­მა შე­იძ­ლე­ბა მი­ა­ტო­ვოს თა­ვი­სი სამ­სა­ხუ­რი დატ­ვირ­თვის ან ჯან­მრთე­ლო­ბის გამო. სა­ტურნ­მა შე­იძ­ლე­ბა და­გი­წე­სოთ ახა­ლი წე­სე­ბი და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბი სამ­სა­ხურ­ში. ყუ­რა­დღე­ბას ითხოვს ჯან­მრთე­ლო­ბა. სა­ტურ­ნი გა­ი­ძუ­ლებთ და­იც­ვათ რე­ჟი­მი. სხვა­თა შო­რის, ამ ას­პექ­ტით კარ­გია დი­ე­ტის დაც­ვა წო­ნა­ში კლე­ბის მიზ­ნით. სა­ტურ­ნი გა­ი­ძუ­ლებთ გა­თა­ვი­სუფ­ლდეთ მავ­ნე ჩვე­ვე­ბის­გან (მო­წე­ვა, და­ლე­ვა). მი­ხე­დეთ ძვლო­ვან სი­სი­ტე­მას, კბი­ლებს.

სას­წო­რი– თქვენ­თვის მერ­წყუ­ლი არის მე­ხუ­თე სახ­ლი.

სი­ხა­რუ­ლის, სი­ა­მოვ­ნე­ბის, ჰო­ბის სახ­ლია და იდე­ა­ლუ­რია, თუ სამ­სა­ხუ­რი იქ­ნე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გარ­თო­ბის სფე­რო­ებ­თან, ბავ­შვებ­თან. შე­იძ­ლე­ბა შე­გიმ­ცირ­დეთ გარ­თო­ბა. სხვა­თა შო­რის, ეს ას­პექ­ტი შვი­ლი­ე­რე­ბა­საც გვაძ­ლევს. ანუ გარ­თო­ბა და მხი­ა­რუ­ლე­ბა იკ­ლებს და მზრუნ­ვე­ლო­ბა მო­ი­მა­ტებს შვი­ლის გამო. ხში­რად, როცა სა­ტურ­ნი გა­დის მე­ხუ­თე სახ­ლს, ადა­მი­ანს მი­ყო­ლე­ბით შე­იძ­ლე­ბა ორი შვი­ლიც კი გა­უჩ­ნდეს. ან ზრდას­რუ­ლი შვი­ლე­ბის გამო მო­გე­მა­ტე­ბათ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, ან ისი­ნი და­ი­წყე­ბენ მუ­შა­ო­ბას, სა­კუ­თარ თავ­ზე მეტ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას აი­ღე­ბენ. სიყ­ვა­რუ­ლი და საყ­ვა­რე­ლე­ბიც (და არა ქორ­წი­ნე­ბა) მე­ხუ­თე სახ­ლია და შე­იძ­ლე­ბა სა­ტურ­ნის გავ­ლე­ნით ახა­ლი რო­მა­ნი და­ი­წყოთ, რო­მე­ლიც 3 წელს გას­ტანს. და­ქორ­წი­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა შე­ფერ­ხდეს იმის გამო, რომ პარტნი­ო­რი ჯერ კი­დევ და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლია. ზო­გი­ერ­თი ჰო­ბის, შე­მოქ­მე­დე­ბას პრაქ­ტი­კულ საქ­მი­ა­ნო­ბად აქ­ცევს. ან თუ თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა შე­მოქ­მე­დე­ბას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, შე­იძ­ლე­ბა შემ­ცირ­დეს დატ­ვირ­თვა.

მო­რი­ე­ლი– თქვენ­თვის მერ­წყუ­ლი არის მე­ო­თხე სახ­ლი.

ეს არის ჩვე­ნი სახ­ლი, ერთ-ერთი მშო­ბე­ლი, ფეს­ვე­ბი. შე­იძ­ლე­ბა გა­და­წყვი­ტოთ სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა ან – სხვა ქვე­ყა­ნა­ში სა­ცხოვ­რებ­ლად გა­დას­ვლა. ზო­გი­ერ­თი გა­ყი­დის ბი­ნას იმა­ზე ნაკ­ლებ თან­ხად ვიდ­რე სურ­და ან პა­ტა­რა ფარ­თის ბი­ნა­ში გა­და­ვა. არ გა­გიკ­ვირ­დეთ, თუ გა­გი­ცივ­დე­ბათ ურ­თი­ერ­თო­ბა ოჯა­ხის წევ­რებ­თან, ნა­თე­სა­ვებ­თან (მშობ­ლე­ბი­დან ერთ-ერ­თთან), შემ­ცირ­დე­ბა თქვე­ნი ოჯა­ხის რა­ო­დე­ნო­ბა (ბავ­შვე­ბი ცალ­კე გა­დავ­ლენ სა­ცხოვ­რებ­ლად). ზო­გი­ერ­თი სახ­ლი­დან და­ი­წყებს მუ­შა­ო­ბას (თუნ­დაც ფსი­ქო­ლო­გია) ან ბიზ­ნე­სის და­წყე­ბას მშე­ნებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. შე­გიძ­ლი­ათ უძ­რავ ქო­ნე­ბა­ში და­ა­ბან­დოთ ფული. შე­იძ­ლე­ბა მო­ი­ნა­ხუ­ლოთ თქვე­ნი ფეს­ვე­ბის (ბე­ბია-ბა­ბუ­ის) სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი. ნა­ხეთ სრუ­ლად


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close