News დაიჯესტი

ვაზისა და ღვინის კულტურის წარსული და მომავალი

„ღვინის დღეების“ ფარგლებში თბილისი საერთაშორxისო სამეცნიერო კონფერენციას „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტი – შედეგები და სიახლეები“ მასპინძლობს.
 ღონისძიება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ტარდება. კონფერენციას მსოფლიოს 11 ქვეყნიდან 22 მეცნიერი, მკვლევარი და ექსპერტი ესწრება. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მიზანია, მევენახეობა – მეღვინეობის დარგის მკვლევარებს და სხვადასხვა დისციპლინების ექსპერტებს, სპეციალისტებს, დაინტერესებულ პირებს და ზოგადად, ფართო საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამეცნიერო კვლევების შედეგებისა და დაგეგმილი სამომავლო აქტივობების შესახებ.
კონფერენციის ფარგლებში, წარმოდგენილი იყო  მოხსენებები ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის უკვე ჩარატებულ კვლევებზე, მიღებულ შედეგებზე და სამომავლო კვლევების პრიორიტეტულ მიმართულებებზე. ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის მულტიდისციპლინარულ სამეცნიერო პროექტში ქართველ მეცნიერებთან ერთად, ჩართული არიან პენსილვანიის, მონპელიეს, მილანის, კოპენჰაგენის, ტორონტოს უნივერსიტეტების, ისრაელის ვაისმანის ინსტიტუტისა და მონპელიეს აგრარული კვლევების ეროვნული ინსტიტუტის (INRA) მეცნიერები. პროექტი სწავლობს ქართულ ვაზსა და ღვინოს სხვადასხვა სამეცნიერო დისციპლინის საშუალებით, რათა გამოიკვლიოს მისი ისტორია, თანამედროვე მდგომარეობა და წარმოაჩინოს მევენახეობა – მეღვინეობის მომავალი განვითარების პოტენციალი.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრეს-სამსახურში აღნიშნეს, პროექტი 2014 წელს დაიწყო და დღეისთვის, მნიშვნელოვანი შედეგები უკვე სახეზეა. მათ შორის, უპირველესად აღსანიშნია, 2017 წლის, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი, სამეცნიერო დასკვნა – დასაბუთებული, სამეცნიერო კვლევის საფუძველზე წარმოჩენილი მეღვინეობის 8000-წლიანი უწყვეტობის ისტორია, ტრადიციები და კულტურა. საქართველო არის ქვეყანა, სადაც პირველად მოხდა ვაზის მოშინაურება, პირველად მოხდა ღვინის დაწურვა. მეღვინეობა საქართველოდან მთელ მსოფლიოში გავრცელდა და უდიდესი გავლენა იქონია ცივილიზაციების ჩამოყალიბებაზე. აღნიშნული კვლევა და მიღებული შედეგი მნიშვნელოვანი იყო ქართული ღვინის საერთაშორისო ბაზარზე პოზიციონირებისთვის, ის გახდა მთავარი გზავნილი დანარჩენი მსოფლიოსთვის, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა, ღვინის დაყენების 8000 წლიანი ისტორიით.
კონფერენციაში ასევე მეცნიერთა დიდი ჯგუფი იტალიიდან მონაწილეობს.
დანიელა ფრაკასეტიმ, მილანის უნივერსიტეტიდან, აღნიშნა, რომ ქართველ კოლეგებთან ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავდირებთ და ნათთან ერთად მომავალ პროექტებსაც განიხილავენ: “მოხიბლული ვარ ქართული კულტურით და ტრადიციებით. ეს ჩემი მესამე ვიზიტია თბილისში. პირველად 2015 წელს ჩამოვედი და მაშინვე შემიყვარდა ეს ლამაზი ქალაქი. ასევე გავიცანი ჩემი ქართველი კოლეგები, მათ შორის, პროფესორი დავით ჩიჩუა.  შემდეგ 2019 წელს ჩამოვედი, პროგრამა ERASMUSIS ფარგლებში ერთი კვირა ტექნიკურ უნივერსიტეტში გავატარე. დღეს ძალიან მნიშვნელივან კონფერენციას ვესწრებით, რომლის ფარგლებში მომავალ  პროექტებსაც განვიხილავთ”.

Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close