News დაიჯესტი

ამას არავინ ელოდა მოულედნელი ინფორმაცია “მე დავინახე, როგორ მოკლეს ზურაბ ჟვანია”

ინკოგნიტო რესპონდენტი ამტკიცებს, რომ წყნეთი-თბილისის გზაზე მოძრაობისას, ავტომობილი მოუცურდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და მშველელის საძებნელად გასული, ჟვანიას მკვლელობის თვითმხილველი გახდა.„იმ ადგილს მივუახლოვდი, სადაც ახლა თანამედროვე „ბოქსი“ დგას. მალე გამოჩნდა ქალაქის მხრიდან მომავალი „ტოიოტას“ მარკის შავი ჯიპი, რომელსაც თეთრი „ვაზ-06“ მოჰყვებოდა. მესამე მანქანა მოვიანებით შევნიშნე, მივხვდი, რომ რომელიღაც თანამდებობის პირის ესკორტი იყო და მათთვის დახმარების თხოვნას აზრი არ ჰქონდა. უცებ წინ მიმავალმა ჯიპმა დაამუხრუჭა, ასე 10 მეტრი იცურა, ჩემამდე ხუთ მეტრში მოტრიალდა და შუა გზაზე, გარდიგარდმო გაჩერდა. აი, მაშინ ვიცანი პრემიერ-მინისტრს ხურაბ ჟვანიას ჯიპი… მე ფარდულის კუთხიდან ვაკვირდებოდი, ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. თეთრი „06“-იდან გადმოვდა მაღალი, სიმპათიური, შავთმიანი ბიჭი. თმა ისე ულაპლაპებდა სინათლეზე, რომ უეჭველად ბრიოლინი ან რაღაც ასეთი ესვა. ბიჭს გრძელი პალტო გახსნილი ჰქონდა და ორი ცალი „სტეჩკინი“ მოუჩანდა… ვიდრე ჯიპამდე მივიდოდა, ბიჭს ორ ადგილას გაუცურდა ფეხი, თითქოს ფეხსაც ითრევდა… მერე ჯიპის მარცხენა მხარეს წავიდა, მაგრამ მობრუნდა, მარჯვნიდან მოუარა, უკანა კარი გააღო, ჩაჯდა, კარი მიიხურა, მაგრამ არ დაიკეტა, რადგან პალტოს კალთა მოჰყვა. ბიჭი მანქანაში ჩაჯდა თუ არა, ყვირილი გავიგონე: რას შვებით… არ გამოვრიცხავ, ის დაზიანება, რომელიც ჟვანიას ტუჩზე ჰქონდა და ფოტოზეც იყო აღბეჭდილი, სწორედ ამ დროს, ძიძგილაობისას მიაყენეს. მალევე გაისმა ორი გასროლა, მანქანის ოდნავ ღია კარიდან გამოვარდნილი ბოლიც დავინახე…. ზურაბ ჟვანიას ხმა იყო. მანქანა ნამდვილად მისი იყო. ამის მერე უკანა მარჯვენა კარის დაკეტვა ისევ სცადეს, თუმცა არც მეორე ცდაზე დაიკეტა, ისევ პალტოს კალთამ შეუშალა ხელი. მანქანა მყისიერად დაიძრა და თბილისისკენ დიდი სისწრაფით გაქროლდა. ის ორი მანქანაც უკან მიჰყვა. ყველაფერი რაღაც ხუთ წუთში მოხდა. როგორც ჩანს, იმ მესამე მანქანიდან ჩემი ლანდი დაინახეს და გავიგონე გინება, – ეს ვინღაა აქო?“ აღარ დავაყოვნე, ვისკუპე ტყისკენ და გავიქეცი.ამ დროს დავხედე საათს და პირველის თხუთმეტი წუთი იყო. თუ გავითავალისწინებთ იმას, რომ ყველაფერი ხუთ წუთზე მეტხანს არ გაგრძელებულა, მკვლელობა, სადღაც პირველის ათ წუთზე მოხდა… იმ ბიჭს, რომელმაც, სავარაუდოდ, ჟვანია მოკლა, ნებისმიერ დროს ვიცნობ, მეტიც, მე ის ამოვიცანი და გოგლა ჟვანიასაც ვაჩვენე, “ – აცხადებს „კვირის პალიტრასთან“ ინკოგნიტო რესპონდენტი. მისივე თქმით, ლევან სამხარაული მისი ახლო ნათესავი იყო, რომელსაც მეორე დღესვე შეატყობინა მომხდარის შესახებ. როგორც თავად გამოცემასთან ინტერვიუში აღნიშნავს, ლევან სამხარაული ჟვანიას საქმის ფალსიფიკაციას შეეწირა. „ლევანი ადეიშვილის მეგობარი იყო, თან ენათესავებოდა კიდეც… სამხარაულის კაბინეტში მჭედლიშვილი შევიდა, დიდუბე-ჩუღურუთის პოლიციაში მუშაობდა. ცოტა ხანში კაბინეტიდან კამათის ხმა გაისმა, ლაპარაკი ფრაგმენტულად ისმოდა. ეს პოლიციის თანამშრომელი ლევანს ეუბნებოდა: შენ ცხვირს ნუ ჰყოფ, ეგ შენი საქმე არ არისო. გინებაზე რომ გადავიდნენ, ავდექი და მეც შევედი. როგორც კი დამინახა, მჭედლიშვილი წავიდა… ამ ამბიდან ლევანი ამერიკაში წავიდა ჟვანიას საქმეზე, როცა დაბრუნდა, მის კაბინეტში იგივე სიტუაცია განმეორდა… კაბინეტიდან გასვლისას მჭედლიშვილი ლევანს დაემუქრა, ჩამოხვალ სოფელში და ნახავ, რაც მოგივა, ამას არ გაპატიებო…“ – იხსენებს „კვირის პალისტრასთან“ ინკოგნიტო

იხ.ვრცლად


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close