News დაიჯესტი
ირაკლი ხახუბია ამომრჩევლებთან შეხვედრებს აგრძელებს
- ნახვები4913
- ლაიქები0
ფოთის,ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი ხახუბია სენაკის მუნიციპალიტეტის ლეძაძემეს, უშაფათის, ნოქალაქევის ადმინისტრაციული ერთეულების, სოფელ ბეთლემისა და ქალაქის პირველი უბნის მოსახლეობას შეხვდა და მათი საჭიროებები მოისმინა.
“ბოლო წლების განმავლობაში აქ არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტი განხორციელდა – მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა, მოეწყო გარე განათების სისტემა, რეაბილიტირდა საჯარო სკოლები და საბავშვო ბაღები.
ამ ეტაპზე ადმინისტრაციულ ერთეულებში დასრულების ფაზაშია „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გათვალისწინებული პროექტები. ლეძაძამესა და ბეთლემში აქტიურად მიმდინარეობს გაზიფიცირების სამუშაოები.
რა თქმა უნდა, გამოწვევები ჯერ კიდევ არსებობს, რომელთა ეფექტიანად და დროულად მოგვარების გზებზე შეხვედრებზე ვიმსჯელეთ” -განაცხადა მაჟორიტარობის კანდიდატმა.