ბექას ბლოგი
რატომ ვრცელდება კორონა ვირუსი?
- ნახვები4700
- ლაიქები0
ამ თემაზე საუბარს დიდი ხნის განმავლობაში ვერიდებოდი თუმცაღა ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე გადავწყვიტე რომ მაინც მესაუბრა არსებულ სიტუაციაზე საქართველოში… არამგონია მთელს მსოფლიოში არსებობდეს ადამიანი ვისაც გაგებული არ ექნება სიტყვები კოვიდ 19… ამ ვირუსმა მთელი დედამიწის ბიოფონდს უდიდესი ზიანი მიაყენა! დაიღუპა უამრავი ადამიანი! დაიკეტა საერთაშორისო მიმოსვლა ქვეყნებში-ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად… რამაც ეკონომიკის ნგრევა და ისეთი ქვეყნების უდიდესი გასაჭირი გამოიწვია რომლებიც მობილიზებულნი იყვნენ ტურისტებზე… ასეთ ქვეყნებს შორის რათქმაუნდა საქართველოც აღმოჩნდა… კიბატონო საშინელებაა როცა ეკონომიკა ინგრევა და სამუშაო ადგილები ქრება… მაგრამ უფრო საშინელი მომენტი ისაა როდესაც აშკარად ხდება იმ რეკომენდაციების უგულვებელყოფა რაც ჩვენი სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი და ძალიან საჭიროა… ქვეყანა ფორსმაჟორული სიტუაციიდან შიდა ტურიზზმა გამოიყვანა… მართალია ისეთ შემოსავლებს ვერ მიიღებდა როგორსაც საერთაშორისო ტურიზმი სთავაზობდა მას თუმცა ვფიქრობ რომ საკმარისი იყო სიტუაციასთან ბრძოლაში… მე სოციალურ ქსელში ძალიან აქტიური ვარ და სულ ვამოწმებ ხოლმე პოსტებს სხვადასხვა ჯგუფებში…. ერთ მშვენიერ დღესაც მოვკარი სურათს თვალი სადაც ბათუმის ღია ღამის ბარის სოჰოს სახელზე დიდი წითელი ჯვარი იყო გადასმული… გამიკვირდა… მე ამ ადგილის ხშირი მომხმარებელი არასდროს ვყოფილვარ მაგრამ წარმოდგენა მაქვს მის შესახებ და ვიცი რომ ის ბათუმელი ტურისტების ერთ-ერთი საყვარელი ადგილია… სწორედ ამიტომ დავიწყე ამ პოსტის კითხვა… აღშფოთებული გოგონა წერდა რომ ბილეთის შეძენა უნდოდა ქართველი მომღერლების კონცერტზე და პირველი კალათის ბილეთები აღარ იყო დარჩენილიო… მთქი რა საწუწონო თემა ესაათქო ან რა დაუშავა ამ სოჰომ რომ ჯვარი აქვს გადასმული მის სახელზეთქო… ორი წამიც და ავსქროლავდი პოსტს მაგრამ სრულიად შემთხვევით სხვა დეტალებზე გავამახვილე ყურადღება. ეს გოგო თავის პოსტში საუბრობდა რომ იმაზე მეტი ხალხი იყო ვიდრე დასაშვებია… ვერ ვსუნთქავდიო… მომღერლები ვერც კი დავინახეო… ასევე იმ ადამიანების აზრიც გაგვიზიარა ვისაც მაგიდა ჰქონდა აღებული, მახსოვს ერთი კაცზე საუბრობდა რომელიც ამბობდა რომ მაგიდის აღებაში მხოლოდ 500 ლარი გადავიხადე უამრავ სასმელს ვუკვეთავ და არ შეიძლება რომ ვიღაცის უკანალი ჩემ საზურგეზე არ იდოსო? თავს ვერ ვაყუდებ სხვას ტ**კი უდევსო… გოგონა იმაზეც საუბრობდა რომ სასმელის ფასის გაზრდა ერთხელ ორჯერ ან სამჯერ დასაშვები იყო მაგრამ გაათმაგებული ფასები ნამეტანი იყო მისთვის… ყოველთვის ვიცოდი რაც ხდება ონლაინში რომ პოსტის ავტორები ხშირად აზვიადებენ ხოლმე მათ პრობლემებს ამიტომ კომენტარების კითხვა დავიწყე რომელიც 700 ამდე იყო იმ მომენტში… არავინ არ უარყოფდა ამ სიტუაციას პირიქით ბევრი ისეთიც ვიპოვე ვინც თავის ისტორიას ყვებოდა და ადანაშაულებდა სოჰოს ფასების არაბუნებრივ ზრდაში და შეუსაბამო სერვისის მიღებაში… გავიდა რამოდენიმე დღე და ბათუმში კორონა ვირუსმა იფეთქა… ასეთმა სიტუაციამ გამოიწვია ისეთი საკლუბო სივრცის დახურვა როგორიც იყო კიბე… კიბე გამორჩეული ადგილია და გახსნის დღიდან ბათუმელებს და ქალაქის სტუმრებს ანებივრებს გემოვნებიანი ტექნო მუსიკით და სხვადასხვა ივენთებით… მაღალი პროფესიონალიზმით და დახვეწილი გემოვნებით… სამწუხაროა მაგრამ ამ ბლოგის ბოლოს უნდა ავღნიშნო რომ საკუთარ თავს ყოველთვის ჩვენ ვუფუჭებთ სიტუაციას! არ ვიცი რამდენი აიღო სოჰომ ჯამურად ამ საღამოს ჩატარებისთვის მაგრამ უღირდა კი მას მთელი სეზონის გაფუჭება ამად? საწყენია უბრალოდ როცა ვერ აფასებ იმას რაც გაქვს და შენი საქციელებით სხვასაც ზღუდავ და აბრკოლებ…