News დაიჯესტი

სასესხო ვალდებულების მიუხედავად, ბანკი ბავშვებისთვის განკუთვნილ 200 ლარს არავის ჩამოაჭრის

18 წლამდე ბავშვების დახმარების სოციალური პაკეტში იყო გარკვეული შესაძლო ტექნიკური პრობლემები, რომელიც მოგვარდა. გუშინ გვქონდა შეხვედრა საბანკო სექტორთან და მათთან საუბრის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს სოციალური დანარიცხი არცერთ შემთხვევაში იქნება საბანკო ვალდებულებების აღსასღსრულებლად მიმართული – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

„ვისაც აქვს საბანკო სესხი, ეს თანხა ვერ იქნება და არ იქნება გამოყენებული სესხის დასაფარად. ავტომატურად ბანკი ამ თანხას ვერ ჩამოაჭრის. კანონმდებლობის შესაბამისად არც ერთი სხვა აღსრულების მექანიზმი და ღონისძიება ამ სოციალურ დახმარებას არ შეეხება. ეს მნიშვნელოვანია, რადგან მოგეხსენებათ, რომ 15 სექტემბერია სასწავლო პროცესის განახლების დღე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, სახელმწიფო ატარებს თანმიმდევრულ და ქმედით ღონისძიებებს, როგორც ვირუსთან ბრძოლის, ისე მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერის მიმართულებით.

„მოგეხსენებათ, რომ კრიზისული სიტუაციის განვითარებასთან დაკავშირებით და მასთან თანმიმდევრობით სახელმწიფო ატარებს როგორც ვირუსთან ბრძოლის, ასევე ჩვენი მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერის კონკრეტულ ქმედით ღონისძიებებსა და ნაბიჯებს, რაც პირდაპირ ჩანს ვირუსის გავრცელების რისკების მართვით და გარდა ამისა, სოციალური დახმარების იმ პაკეტით, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა რეგიონში და საერთოდ საუკეთესო პრაქტიკაა,“ – აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, დღეის მონაცემებით შემოსულია უკვე 810 000 ბავშვზე განაცხადი, რაც გულისხმობს 482 000 ოჯახს.

„მოგეხსენებათ, რომ 15 სექტემბერიდან ჩვენ, ერთობლივი გადაწყვეტილებით და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობით, საკლასო ოთახებში სწავლის განახლების შესაძლებლობა გვაქვს, რაც მნიშვნელოვანია როგორც ბავშვებისთვის, ისე ჩვენი ოჯახებისთვის. ამასთან ერთად, ეს პროგრამა გაგრძელდება პირველ დეკემბრამდე და ამ თანხების დარიცხვა ბავშვებისთვის დაიწყება 1-ლი სექტემბრიდან და შესაბამისად გაგრძელდება წლის ბოლომდე. ახალი განაცხადების შემოსვლის შემთხვევაში უკვე პირველ დეკემბრამდე. მნიშვნელოვანი არის, რომ დღეის მონაცემებით შემოსულია უკვე 810 000 ბავშვზე განაცხადი, რაც გულისხმობს 482 000 ოჯახს რაც ასევე ძალზედ მნიშვნელოვანია. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და ეფექტიანი სოციალური დახმარება, რომელიც ჩვენ მივიღეთ, ერთობლივად გადავწყვიტეთ, რაც დასტურდება უამრავი სხვადასხვა სოციალური კვლევით და რაც პირველ რიგში მიმართულია კრიზისის პირობებში მოსალოდნელი სიღარიბის დონის გაზრდის წინააღმდეგ და რა თქმა უნდა, მიმართულია ჩვენი მოქალაქეების ოჯახების მხარდასაჭერად,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

imedinews.ge


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close