News დაიჯესტი

შავაძე ხვედელიძეს: “იარე შენს უაზრო ბილიკებზე ,სანამ მეორედ მოსვლის ჟამს ცეცხლოვანი წვიმა არ გაგიხვრეტს უტვინო თავს”

პაატა შავაძე გეგა ხვედელიძეს პასუხობს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
შენ დარეხვილო! მისმინე! დემონის გავლენით კი არ ვმოქმედებ, წვეროსანო ეშმაკო, ხალხის გვერდით ვდგევარ, შენგან და ბევრი სხვა ეშმაკისეულისაგან განსხვავებით და ხალხისა და ქვეყნის საქმეს ვაკეთებ!!
ჯიპებიდან გადმომსევდით, და ხალხს გვერდით დაუდექით მეთქი! ეგ ვთქვი, ეგ იყო და ეგ…! კიდევ ბევრჯერ შემოგითვლით…სანამ მრევლის გვერდით არ დაგაყენებთ და გასიებულ, ამოყორილ სტომაქებს არ მიგისუსტებთ! .. არ დავიღლები თქვენი განქიქებით…
ეკლესია, დღეს, როგორც არასოდეს , ისე უნდა დადგეს ხალხის გვერდით! მრევლის გვერდით თქო, თორემ, შენისთანა არაკაცების და მასონთა მოციქულების გვერდით კი არა…
მრევლს ნუგეში უთხარით და ხვალინდელი დღის იმედი ჩაუსახეთ. ქვეყანა თავზე გვექცევა მეტყევეეებო!!
ეკლესია-მონასტრები გამდიდრებისა და გაზულუქების წყაროდ რომ გაიხადეთ და მრევლს ზემოდან დაჰყურებთ, დემონის სახელით და გავლენით მოქმედებაა ეს ზუსტადაც ,..სხვა კი არაფერი? …მისამართიც გაქვს შეშლილი მაგ წვეროსან სახესთან ერთად და დაამშვიდე ეგ შენი მასონური სული, თორემ დაგამშვიდებ….!!
.მართლმადიდებლობა, ჩემი ქვეყნის, ჩემი ხალხის, დედა ეკლესიისა და ჩემი სულიერი მამის სიყვარული შენგან რომ არ მესწავლება, სანამ ჩემთვის მოიცლიდი, მანამ იცოდი, მაგრამ რას იზამ, დაგიკვეთეს და შენც მოიმარჯვე ბატის “კუდისაგან” დამზადებული კალამი….🙂
ანტი–ეკლესიური, სასულიერო იერარქიის მტრობით და სიძულვილით გაჟღენთილი ჩემში არაფერია…. შენ და შენისთანებს რწმენა ფულში და სიმდიდრეში გაქვთ ჩადებული და იმას იქეთ, თქვენი ვიწრო აზროვნება ვეღარ წვდება…!!
სიმართლე თქვენთვის ბოროტებაა და სიმართლის გზაზე სიარული კი დემონის გავლენით მოქმედება..ასე, რომ გზა განაგრძე..იარე შენს უაზრო ბილიკებზე ,სანამ მეორედ მოსვლის ჟამს ცეცხლოვანი წვიმა არ გაგიხვრეტს უტვინო თავს…
მართლაც .გისურვებ, რომ გადარჩე…”.-წერს ანტიკორუფციული პალატის თავმჯდომარე, პაატა შავაძე, სოციალურ ქსელში. 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close