News დაიჯესტი

“უმძიმესი ავარია მოხდა… ერთადერთი ადამიანი, რომელმაც დილის 4 საათზე, შეიძლება ითქვას, ფოსტლებით მიირბინა სამხედრო აეროპორტში, ვეტრფრენი იქირავა, პატარა თბილისში გადააფრინა და ამ ქმედებით გადაარჩინა “- მოქალაქე ვასილ ჩიგოგიძეზე

„ქართული ოცნების“ ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატზე, ვასილ ჩიგოგიძეზე სოციალური  ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

“ბ-ონი ვასო ჩოხატაურის დეპუტატი იყო ყველაზე ძნელბედობის ჟამს.სტიქიისაგან დანგრეული ხიდები, გზები, დამფრთხალი და შეშინებული მოსახლეობა, არა ბიუჯეტი. მაშინ ამ ადამიანმა შეძლო ყველას ჭირისუფალი ყოფილიყო, ყველა დაემშვიდებინა და გვერდში დადგომოდა. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ინფრასტრუქტურის თანხები საერთოდ არ იყო და ბატონი ვასილი უმეტეს შემთხვევაში თვითონ და მეგობრების დახმარებით წყვეტდა საკითხებს, აგვარებდა გზების, სკოლების და ბაღების გადახურვის საკითხებს, მოსახლეობის სოციალურ პრობლემებს, სამედიცინო დახმარებას და სხვ. მახსოვს ჩოხატაურში უმძიმესი ავარია მოხდა, პატარა გოგონას ვერ შველოდნენ, საჭირო იყო სასწრაფოდ გადაფრენა თბილისში. ყველამ ხელები ჩამოუშვა. ერთადერთი ადამიანი, რომელმაც დილის 4 საათზე, შეიძლება ითქვას, ფოსტლებით მიირბინა სამხედრო აეროპორტში, ვეტრფრენი იქირავა, პატარა თბილისში გადააფრინა და ამ ქმედებით გადაარჩინა კიდეც , ვასილ ჩიგოგიძე იყო”,- წერს მოქალაქე.


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close