კატეგორიის გარეშე

ფონდ “ქართუს”დაფინანსებით, სენაკის ისტორიული თეატრის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სენაკის მუნიციპალიტეტში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, აკ.ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრს, უპრეცენტენტო მასშტაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა.

თეატრის რეკონსტრუქცია ფონდ „ქართუს” მხარდაჭერით გახორციელდა.

ისტორიული შენობის რეაბილიტაციის ფარგლებში ჩატარდა პირველადი აღდგენითი სამუშაოები, გამოიცვალა შენობის სახურავი, მოეწყო თბოიზოლაციის და სადრენაჟე სისტემები, სრულად განახლდა ელექტროგაყვანილობა. ჩატარდა ფუნდამენტისა და კედლების გამაგრებითი სამუშაოები, გარე ფასადისა და ინტერიერის სრული რეაბილიტაცია.

რესტავრირება ჩაუტარდა და აღდგა კედლის უნიკალური მხატვრობა.
დამონტაჟდება თანამედროვე სტანდარტების გარეგანათების, სასცენო განათებისა და აკუსტიკის სისტემები.

თეატრში მსგავსი მასშტაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებულა.
სრული რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, იგი შეძლებს უმაღლესი სტანდარტების დაკმაყოფილებას და უმასპინძლებს საერთაშორისო დონის ფესტივალებსა და ღონისძიებებს.


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close