News დაიჯესტი

“მალხაზ მაჩალიკაშვილის უფლება, სახელმწიფოში, რომელსაც პრეტენზია გააჩნია იყოს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი-დაცვის ღირსია!”

“შვილმოკლულ მშობელს ვინც დასცინებს და ვინც ალმაცერად შეხედავს, უფალი იმის დღეში ყოფნასაც კი ანატრებს….ეს უნდა ვიცოდეთ ყველამ! მალხაზ მაჩალიკაშვილის უფლება, სახელმწიფოში, რომელსაც პრეტენზია გააჩნია იყოს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი-დაცვის ღირსია!! მნიშვნელობა არ აქვს საგამოძიებო უწყებას რა მოსაზრებები გააჩნდა და გააჩნია მოკლულის მიმართ..სწორი სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს ფაქტობრივ გარემოებებს და სწორი ანალიზი სჭირდება მომხდარს..დღემდე უამრავი კითხვის ნიშანია ამ და კიდევ უამრავ სხვა საქმეზე…ამ კითხვებს უნდა გაეცეს ადექვატური და არა ზერელე და არაფრის მომცემი პასუხი.. არასდროს მიფიქრია იმაზე, რომ მაჩალიკაშვილს საქართველო და ქართველი ხალხი ეზიზღება, ამის საპირისპიროს მტკიცება იმაზე მეტად მეტი უზნეობაა, ვიდრე ის უსამართლობა, რაც ამ შვილმკვდარ მამას დღემდე განვაცდევინეთ… ნუგეში ბატონ მალხაზს და მის ოჯახს…ვპირდები მათ, რომ დადგება ის დღეც, როდესაც ეს და კიდევ სხვა მრავალი საქმე იხილავს ნათელს და ამის გაკეთებას ჩვენ შევძლებთ..!!”.

პაატა შავაძე,ანტიკორუფციული პალატის თავმჯდომარე


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close