ALL დაიჯესტი
რაჭაში მაშველებმა დილიდან მუშაობა განაახლეს
- ნახვები4587
- ლაიქები0
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებმა რაჭაში, სტიქიის ზონაში დილიდან განაახლეს აქტიური სამუშაოები. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებ.
უწყების ცნობით, სამ ლოკაციაზე: ხიდეშლები-მაჟიეთი, ჯინჭვისი-გომი და ჟამიერეთის მონაკვეთებზე მოეწყო საბაგირო მაგისტრალები. საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენამდე, სპეციალური აღჭურვილობის საშუალებით, შესაძლებელი გახდა სოფლებში ჩარჩენილი მოსახლეობისთვის
პირველადი მოხმარების საგნებისა და საკვები პროდუქტების მიწოდება.
პროცესში ჩართულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის სამაშველო ჯგუფები. ადგილზე მობილიზებულია სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები.
საბაგირო მაგისტრალების მოწყობაში ჩართულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე სამაშველო დრონები, რომლითაც ხდება მიუვალ ადგილას მაგისტრალის გადამართად აუცილებელი აღჭურვილობის მიტანა.