ALL დაიჯესტი
“სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ვეღარ ვისწავლეთ დაკავების პროცესუალური საფუძვლები”
- ნახვები1486
- ლაიქები0
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ვეღარ ვისწავლეთ დაკავების პროცესუალური საფუძვლები რა არის და დაკავების განჩინებები ხშირ შემთხვევაში წინასწარ დაწერილი გამამტყუნებელი განაჩენებია! რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სამტრედიის რაიონული სასამართლოს მოსამართლის მიერ გამოცემული განჩინება პირის დაკავების შესახებ, უფრო კვალიფიციური მეჩვენა, ვიდრე ბათუმის საქალაქოს რეალობაში ვნახე და მიკვირს უბრალოდ.. ეს ადამიანი, რომ ვთქვა რომ ცუდი იურისტია, არ ვიქნები მართალი, თუმცა ამ ბოლო დროს ვამჩნევ, რომ ერთბაშად. “დავერბოვკებული” ჰყავს პროკურატურას.. თავს რატომ ისულელებ შენ დალოცვილო.. ეს ყველაფერი საბოლოოდ ციხისკენ გიმზადებს გზას..ერთი დრო ჯერ ვინმეს შერჩენია?არც შენ რომ არ შეგრჩება ისიც ხომ უნდა იცოდე არა? იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა ზედა, მუდამ ღიპუცა ” ბიძანები” ხომ არ გეყოლება? ის დროც დადგება, როდესაც იქაც , ცოტა, შენ რომ არ გინდა ისეთები დაიმკვიდრებენ ადგილს და გშთანთქავს ქართული მართლმსაჯულების ასწლოვანი ისტორია ისე, რომ რა იყავი და საიდან მოხვედი, იმის მოგონების დროც აღარ გექნება.. მიმიფურთხებია იმ ” უზნეობისათვის” შენ და შენისთანა კაი ყმები , სამართალს, რომ ეძახით…!!!
ანტიკორუფციული პალატის თავმჯდომარე, პაატა შავაძე