ALL დაიჯესტი
“ცდილობენ, მოახდინონ ზეწოლა მოწმეებზე” – ნახეთ, რას წერს ბრალდებულის ადვოკატი, რომელსაც პოლიციელი ფიზიკურად გაუსწორდა

- ნახვები1292
- ლაიქები0
გუშინ ტელეკომპანია “ტვ პირველზე”გასული სიუჟეტის შემდეგ, რომელიც ბათუმში, პოლიციელის მხრიდან მოქალაქის ცემის ფაქტს ეხებოდა, დღეს დაკავებულის ადვოკატი ეხმაურება.
როგორც ზაზა პაპიძე სოციალურ ქსელში წერს, ხდება მომწმეებზე ზეწოლა.
” გუშინ გასული სიუჟეტის შემდეგ, დღეს ბრალდების მხარე იბარებს დაცვის მოწმეებს პოლიციაში, მიზანი ცხადია – “ცდილობენ მოახდინონ ზეწოლა მოწმეებზე”, რომლებიც სიმართლეს ამბობენ. მინდა საჯაროდ განვაცხადო მოწმის უფლებები იქნება დაცული და არ მოგცემთ საშუალებას რაიმენაირი ზემოქმედება მოახდინოთ დაცვის მოწმეებზე”,-წერს პაპიძე.