ALL დაიჯესტი

“სიმართლის თქმა სულაც არ არის ღალატი”

სიმართლის თქმა და მართალ გზაზე სიარული სულაც არ არის ღალატი! ღალატი სწორედ მლიქვნელობა და ფარისევლობაა! გუნდი.. გუნდი ვიცი მე მტრედების.. სხვა ყველაფერი ხალხის სამსახურს გვავალდებულებს ყველას და არა ღიპებზე ხელების ტყაპუნს და პირად კეთილდღეობაზე ზრუნვას! ასე მესმის მე ეს ცხოვრება და ასე გამზარდეს ჩემმა მშობლებმა..
ცხოვრებამ აზრი არ უნდა დაკარგოს.. დრო -დროა, დროს ადამიანები ვქმნით და არა პირიქით.. უბედურება და სამშობლოს ღალატი სწორედ მაშინ იწყება, როდესაც ტურების ხროვა ცხოვრების გაკვეთილებს გიტარებს და როცა უტვინო თავები თვითდამკვიდრების წარუმატებელი ხერხებით ცდილობენ თავს მოგახვიონ ის, რაც არ ზის შენში და , რაც ტურის მსგავს არსებად გაქცევს..
რაღაც უფრო სხვა სჭირდება ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს., უფრო ეროვნული, უფრო ადამიანური.. უფრო ქართული, მამა-პაპური მოგვწგურდა..! შორს წავედით ძალიან.. ასე მგონია ხანდახან, თითქოს უღრან ტყეში დავიკარგეთ ქართველობა და ტყიდან გამოსავალ გზას ვეძებთ.. სული დაგვეთრგუნა, გული შეგვიღონდა.. ერთმანეთი თითქოს დავივიწყეთ და სევდამ და ტკივილმა მოიცვა ჩვენი ყოველდღიურობა..
აღარც კაცობა , აღარც ქალობა.. აღარც ადამიანობა, აღარც კეთილშობილება.. ზნეობა გათითოკაცდა და ღმერთსაც კი ომი წამოვუწყეთ.. ხელის ჩამორთმევა და ქუდის მოხდით ქართული გამარჯობის თქმა მუშტი-კრივმა შეცვალა.. პატიოსნებას მეძავობამ სძლია.. განათლებას და სიბრძნეს კი უგუნურებამ… ღალატი სიბრძნის სიმფონიად და ცხოვრების წესად გვექცა… კაცთმოძულეობამ ადამიანთა მოდგმა ბრბოდ აქცია! ნათელ -მირონი გაუფასურდა.. ეკლესიის ბედს უღმერთო და უჯილაგო ხალხი წყვეტს. ოჯახური სიწმინდის ხსენებაც კი საქილიკო მასალად ვაქციეთ, ხოლო ოჯახი თავისი უმთავრესი დანიშნულებით სრულიად დავივიწყეთ.. რა გვჭირს.. რანი ვიყავით და საით მივექანებით.. ვაი შენ ჩემო საქართველოვ.. გულდაფლეთილო, სულ ნატკენო.. ნაიარებო.. რით გიშველოთ.. რა მოვიმოქმედოთ.. ..

ფეისბუქსტატუსი

ანტიკორუფციული პალატის თავმჯდომარე, პაატა შავაძე


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close