ALL დაიჯესტი

რატომ უპირისპირდება ავთანდილ დიასამიძე ანზორ ბოლქვაძეს

ბრეჟნევისდროინდელი კომუნისტური ეპოქა გამახსენდა. კომუნისტებს აკრიტიკებენ თანამდებობები ხანგრძლივად ეკავათო. ბრეჟნევი 18 წელი იყო საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი. ანზორ ბოლქვაძე სისხლიანი ნაცრეჟიმის- სააკაშვილ-მერაბიშვილის ნაცპარტიიდან 8 წელი იყო საქართველოს პარლამენტის წევრად. აგერ 4 წელია კი ქართული ოცნებიდან არის საქართველოს პარლამენტარი და თუ ასე გააგრძელა იგი სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობაზე ყოფნის ვადით ბრეჟნევსაც გაუსწრებს. მაკვირვებს იმ ნაკლოვანებების მიხედვით, რაც მის ბიზნეს გარემოზე გამოქვეყნდა, კიდევ პარლამენტარად როგორ მისცეს რეკომენდაცია… რა ხდება ბოლოს და ბოლოს? ამასთან უნდა აღვნიშნო, რომ ანზორ ბოლქვაძე როგორც პარლამენტარი თავის წილ და შესაძლებლობით ყველაფერს აკეთებს ნაციონალების ქართულ ოცნებაში და ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსაყვანად და თანამდებობებზე ნაციონალების დანიშვნა – დაწინაურების ხელშეწყობა – დახმარებისათვის. მას სძულს 2012-იანი ქართული ოცნების ერთგული მხარდამჭერები.
მაშ, გაუმარჯოს აჭარის ბრეჟნევს….. კაცს, რომელიც ორ პარტიას ერთად ათამაშებს’,,-წერს ანტიკორუფციული  პალატის თავმჯდომარის მოადგილე ,ავთანანდილ დიასამიძე.


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close