ALL დაიჯესტი

სალხინოში, პროექტი “ევროპული არდადეგები” დაიწყო

16 ივლისს, მარტვილში, სალხინოში, პროექტი “ევროპული არდადეგები” დაიწყო. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, აფხა ზეთიდან იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდებისთვის (უფროსი კლასის მოსწავლეები) ზაფხულის პერიოდში ერთდღიანი სემინარები ჩატარდება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე.
პროექტის გახსნაზე სამეგრელოს რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, სამეგრელო- ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ და საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა ახლაგაზრდებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს. მომხსენებლებმა ახალგზარდების საქართველოს ევროპული და ევროტლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე, ქვეყნის დასავლური კურსის მნიშვნელობასა და ევროინტეგრაციის პროცესის სარგებელზე ინფორმირებულობაზე გაამახვილეს ყურადღება.

“ იმისათვის, რომ ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთონ ევროინტეგრაციის პროცესებში, ყველაზე მნიშვნელოვანია, მათთვის ინფორმაციის სწორი მიწოდება მიმდინარე პროცესებისა და ხელშესახები სიკეთეების, მაგალითად ევროპული განათლების შესაძლებლობების შესახებ, რაც ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს მოაქვს. -განაცხადა თამარა წულეისკირმა.

პროექტს საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ის საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და სსიპ კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო ერთობლივად ახორციელებს და მოიცავს როგორც საგანმანათლებლო ისე კულტურულ-შემეცნებით კომპონენტს, კერძოდ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული 300-მდე ახალგაზრდა სხვადსხვა რეგიონიდან, ეწვევა მარტვილს, სათაფლიას, ვარძიას, ბათუმს და წინანდალს და ქვეყნის ღირსშესანიშნაობების გაცნობასთან ერთად, მიიღებს ინფორმაციას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსის შესახებ.
პროექტი მიზნად ისახავს ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობის და საზოგადოებრივ, ეკონომიკურ, კულტურულ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობას.


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close