POSTS დაიჯესტი

“მიშამ ვალი გაზარდა 2,96 მლრდ დოლარით, ბიძინამ კი 1,34 მლრდ დოლარით”,-თენგიზ შერგელაშვილი

საგარეო ვალი აშშ დოლარში უნდა დავითვალოთ. უხეშად – ედიკამ მიშას დაუტოვა მთავრობის და ეროვნილი ბანკის ჯამური საგარეო ვალი 1,86 მლრდ აშშ დოლარი. მიშამ ბიძინას დაუტოვა 4,8 მლრდ აშშ დოლარი, ბიძინას დროს 2019 წლის დეკემბრის ჩათვბლით ვალი გაიზარდა 6,17 მლრდ აშშ დოლარამდე. ანუ მიშამ ვალი გაზარდა 2,96 მლრდ დოლარით, ბიძინამ კი 1,34 მლრდ დოლარით. ამასთან ამ ძველი ვალების მომსახურების ხარჯები განსაკუთრებულად 2014 იდან გაიზარდა გაისად კი ნაცების დროს გაურკვეველი დანიშნულებით გამოშვებული 500 მლნ ევრობონდების დაფარვა გვიწევს…

პირადად ჩემთვის სრულად მიუღებელია სამივე ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა და ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ყველა ჯურის ნაცები სულ ამ ოცნების დროს ვალის გაზრდაზე რომ ლაპარაკობენ ეს უტიფრობის მაინც განსაკუთრებული სახეობაა.

ლარებში საგარეო ვალის გადაყვანით მანიპულირება სრულიად გაუმართლებელია და გრძელვადიან პერიოდში სრულიად არაფრისმომცემია. მაგ ლოგიკით ოცნებას მიშას დატოვებული ვალები რომც გაენახევრებინა დოლარებში, ლარებში მაინც ზრდა გამოვიდოდა:)
ისე ლარის კურსი კი კატასტროფულად დაეცა ოცნების პერიოდში, მაგრამ საშუალო წლიური ინფალცია მაინც ორჯერ მეტი იყო ნაცების პერიოდში ვიდრე ოცნების პერიოდშია.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა
და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე

Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close