ALL დაიჯესტი
“ტრიალებეს ერთი და იგივე “შიდა კარუსელი” და ახალი მოსამართლეების გარედან დანიშვნას იუსტიციის უმაღლესი საბჭო სიკვდილივით ერიდება”
- ნახვები3546
- ლაიქები0
დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლო კიდევ ორმა მოსამართლემ-გიორგი გრატიაშვილმა და გოჩა ფუტკარაძემ დატოვეს-ბატონი გიირგი ბოლნისში, ხოლო ბატონი გოჩა ხელვაჩაურში გადაიყვანეს.. მოკლედ, სახეზე გვაქვს პრაქტიკულად-ხელმიუწვდომელი მართლმსაჯულება.. ტრიალებს ერთი და იგივე შიდა ” კარუსელი” და ახალი მოსამართლეების გარედან დანიშვნას იუსტიციის უმაღლესი საბჭო სიკვდილივით ერიდება.. არადა რამდენი ნიჭიერი იურისტი არის დაუსაქმებელი..
ნატვრად გვექცევა მალე აქტიური მოღვაწეობა.. საქმეები თაროზე დევს.. განმხილველი არავინაა.. თითო მოსამართლის წარმოებაში მინიმუმ 1200 საქმეა..დარღვეული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების აღდგენის მსურველები კი ამაოდ ელიან ელიან ელემენტარულს-საქმის განხილვის დაწყებას…
ადვოკატი პაატა შავაძე
ფეისბუქსტატუსი.