News დაიჯესტი
„დიანა ბაგრატიონის“ ფონდის ინიციატივით აშშ-ში ეთნიკური ერთიანობისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო აქცია გაიმართა !

- ნახვები7194
- ლაიქები1
დიანა ბაგრატიონი, ერთადერთი ქართველი ქალბატონია, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში,ნიუ-იორკის მერიაში მუშაობს, კერძოდ -კულტურის განყოფილებაში.

ამას გარდა,იგი უკვე ათეულობით წლებია „დიანა ბაგრატიონი“-ს საქველმოქმედო ფონდს ხელმძღვანელობს.
ფონდს აქვს თავისი განყოფილება გახსნილი მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში, სადაც ფონდი აქტიურად ეხმარება სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს.
ბაგრატიონის ფონდი ასევე აქტიურად დაეხმარა იტალიაში, კორონავირუსიის პანდემიის დროს დარჩენილ ქართველებს.
მუშაობს რა, შტატებში,ნიუ-იორკის მერიის-კულტურის განყოფილებაში, დიანა ბაგრატიონი, პროდიუსერულ საქმიანობასაც აქტიურად ეწევა, მის მეუღლესთან ერთად და არის არაერთი ცნობილი მომღერლის პროდიუსერი და საქველმოქმედო საღამოების ორგანიზატორი.
ამჯერად, ამერიკაში,რასიზმის წინააღმდეგ ცნობილი მოვლენების და საპროტესტო გამოსვლების ფონზე , დიანა ბაგრატიონის ფონდის ინიციატივით გაიმართა მასშტაბური საქველმოქმედო აქცია,რომელიც სხვადასხვა კულტურისა და ეთნიკური წარმომავლობის ადამიანების დახმარებას ისახავდა მიზნად.

ნიუ-იორკის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკონსულტაციო საბჭოს ორგანიზებით,დიანა ბაგრატიონის ფონდის ინიციატივით და „ბრუკლინ ბორის“ პრეზიდენტ, ერიკ ადამსის, მხარდაჭერით, და თანამშრომლობით გამარათული საქველმოქმედო აქცია, შემდეგი სიტყვებით დაიწყო:

„ მოხარული ვართ, გადმოგცეთ, საჭმელი- ნიღბები და სხვა პირველადი მოხმარების საგნები.
ჩვენ ასევე შევიკრიბეთ აქ, რათა გავჟღეროთ მესიჯი, რომ ყველა კულტურა უნდა იყოს ერთიანი, უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი, არ გვძულდეს ერთმანეთი,არამედ, ვიყოთ მეგობრული, და რომ ჩვენ არ შეგვიძლია ერთმანეთის მოკვლა და განადგურება“, წარმოთქვა მისასალმებელ სიტყვაში დიანა ბაგრატიონმა.

ხოლო ერთ-ერთი საქველმოქმედო ორგანიზაციის, პაკისტანელმა ხელმძღვანელმა, ქალბატონმა, კი განაცხადა , რომ :„ მე აქ მოვედი, რათა მეჩვენებინა ჩემი სოლიდარობა, სხვადასხვა კულტურის ადამიანების მიმართ. ასე, რომ ჩვენ აქ ძალიან ძლიერმა მესიჯმა გაგვაერთიანა. ჩვენ ვართ აქ იმიტომ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ამერიკაში,სადაც, ყველგან ერთანაირი სამუშაო პირობებია. სადაც, არავინ არავისზე მეტი არ არის, არა აქვს მნიშვნელობა საიდან ხარ პაკისტანიდან თუ სხვა ქვეყნიდან, რომელ კულტურას, რომელ რელიგიას ეკუთვნი, იმიტომ, რომ ეს ამერიკაა“,-თქვა პაკისტანელმა ქალბატონმა.




