ALL დაიჯესტი

“ანგარიშზე 1000 ლარი გადმორიცხა” – პარლამენტის წევრი 9 აპრილის გმირის, ლელა ვეფხვაძის დასახმარებელ კამპანიაში ჩაერთო

ჯუმბერ იზორიასთვის სიკეთის კეთება თანდაყოლილი ინსტინქტია. ვინც მას იცნობს, ყველამ იცის, რომ ჭირსა თუ ლხინში ამ კაცის იმედი უნდა გქონდეს. სიჭაბუკეში ავღანეთის ომის გმირობა არგუნა ბედმა. მეომრული სული, სამშობლოსა და ხალხის სამსახურში ყოფნა მისთვის ორგანულია. ყველა ომში წინა ხაზზე იყო. ამჯერად საქართველოს პარლამენტის წევრია და ეს საპატიო სტატუსი მეტის გაკეთების შესაძლებლობას აძლევს. პანდემიის დროს ფონდი დააფუძნა და ჩხოროწყუში სოციალურად დაუცველებს სისტემატურად ეხმარება. ლელას ბინის შესაძენ კამპანიაზე რომ გაიგო, მის ანგარიშზე 1000 ლარი გადმორიცხა, რისთვისაც ლელას ოჯახი უზომოდ მადლიერია. მე არ გამკვირვებია, ბატონო ჯუმბერ, ერთი სოფელში გავიზარდეთ და ბავშვობიდან მესმის თქვენი რაინდობის ამბები. უფალმა საამისო ძალა არ მოგიშალოთ უთვალავი წლები ❤️ მადლობა ამ სიკეთისა და თანადგომისთვის ❤️
ჯუმბერ იზორია გელა იზორია ლევან მაღლაკელიძე Lela Vepkhvadze ნინო-ნატალია ვეფხვაძე მარი ნანა მახარაძე “, – წერს სოციალურ ქსელში  მაკა სახურია.


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close