ALL დაიჯესტი

“რა უნდა მეგის ქარდავას კადრს თანამდებობაზე?!” – პაატა შავაძისა და მურთაზ ჩიქობავას დაპირისპირება გრძელდება

რა უნდა მეგის ქარდავას კადრს დღევანდელი საქართველოს საპატრულო პოლიციაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე? აი, სადამდე მიგვიყვანა ამ უაზრო კოჰაბიტაციამ.. წაიკითხეთ კარგად და მერე გამამტყუნოს ვინმემ.. მაგარი ბეგრაუნდი კი აქვს ისე..
აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილედ დანიშვნამდე, მურთაზ ჩიქობავა სამეგრელოს საპატრულო პოლიციის უფროსის ალექსანდრე ბელქანიას მოადგილედ მუშაობდა. თავის დროზე მისი დანიშვნა მეგის ქარდავას რეკომენდაციით მოხდა. “თაიმერის” წყაროს ცნობით, მას დღემდე აქტიური ურთიერთობა აქვს ალექსანდრე ბელქანიასთან და მეგის ქარდავას საახლობლო წრეებთან. მურთაზ ჩიქობავას 2012 წლამდე საპატრულო პოლიციის მიერ ჩატარებულ ყველა სადამსჯელო ღონისძიებაში აქვს მიღებული მონაწილეობა. უშუალოდ მისი ხელმძღვანელობით ტარდებოდა თბილისში მიტინგზე მიმავალი ავტომანქანების დაჯარიმება და მძღოლების „ლიშენიაზე გაშვება“. ის ხელმძღვანელობდა სამეგრელოს საპატრულო პოლიციის სპეცრაზმს, რომელიც მიტინგებზე ხალხის დარბევით თუ „დავერბოვკებით“ იყო დაკავებული. ყოფილი თანამშრომლების თქმით, ის ასევე იყო ნარკოდამოკიდებული. მისი მითითებით ხდებოდა თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან განთავისუფლება.

მურთაზ ჩიქობავა 2012 წლამდე დაკავებულ თანამდებობას უბრუნდება. როგორც ამბობენ, იგი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის კახაბერ საბანაძის კაცია..”_წერს ადვოკატი პაატა შავაძე.

დეტალების გარკვევას “ჯეო დაიჯესტი”მურთაზ ჩიქობავასთან შეეცადა,თუმცა  მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

ჩვენი სააგენტო მზად არის, ჩიქობავას საპასუხო კომენტარი მიღებისთანავე შემოგთავაზოთ.

 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close