ALL დაიჯესტი
ქუთაისის ინფექციურში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი შეიყვანეს
- ნახვები967
- ლაიქები0
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს COVID 19-ის დიაგნოზით, ერთი პაციენტი დაემატა.
41 წლის ქალი ბათუმიდან გადაიყვანეს. პაციენტს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. კლინიკის ექიმის, თემურ ნადირაძის ინფორმაციით, გადაყვანა პაციენტის სურვილით მოხდა. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
სტაციონარში, ამ დროისთვის, COVID 19-ის დიაგნოზით 7 პაციენტი მკურნალობს.