- ნახვები1394
- ლაიქები0
ცნობილმა ადვოკატმა, პაატა შავაძემ დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში საქმე მოიგო და მოტყუების გზით წართმეული ბინა, ოჯახს დაუბრუნა.
ინფორმაციას შავაძე სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს:
“კიდევ ერთი წარმატებული საქმე დღეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში! სამოქალაქო საქმეზე-ჩემს მარწმუნებელს ვ.რ-ს დაუბრუნდა მოტყუების გზით წართმეული მისი ბინა.. უზომოდ ბედნიერი ვარ! სამართლიანობის აღდგენა -დამკვიდრების ღვთისნიერ საქმეში როდესაც მე, ერთ ადვოკატს შემაქვს ჩემი პატარა წვლილი, ამაზე დიდი სიამოვნება არ არსებობს ჩემთვის”,-წერს ადვოკატი პაატა შავაძე სოციალურ ქსელ “ფეისბუქში”.