ALL დაიჯესტი
ცოტა ხნის წინ, ქუთაისის ინფექციურში ორი მოქალაქე მოათვსეს – მათ, სავარაუდოდ, covid-19 -ის ნიშნები აქვთ
- ნახვები761
- ლაიქები0
ცოტა ხნის წინ, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ორი პაციენტი მოათავსეს.
არსებული ინფორმაციით, ისინი სატვირთო ავტომობილის მძღოლები არიან.
როგორც კლინიკის მთავარი ექიმი, თემურ ნადირაძე განმარტავს, პაციენტებს ლაბორატორიული კვლევა დღის განმავლობაში ჩაუტარდებათ.
ამასთან, როგორც ნადირაძე აცხადებს, ამ დროისთვის, კლინიკაში ექვსი ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, რომელთა მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.