ALL დაიჯესტი
მარნეულში 20 წლის მამაკაცი მდინარეში დაიხრჩო
- ნახვები774
- ლაიქები0
მარნეულში 20 წლის მამაკაცი მდინარე მტკვარში დაიხრჩო.
ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს. შემთხვევა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი მდინარეში საბანაოდ შევიდა და ნაპირზე გამოსვლა ვეღარ მოახერხა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.