ALL დაიჯესტი
სენაკში, ჯიხას ქუჩაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაგა-ბაღი აშენდება
- ნახვები1787
- ლაიქები0
სენაკში, ჯიხას ქუჩაზე მდებარე, გასული საუკუნის 50-იან წლებში აგებული მე-5 ბაგა-ბაღის ამორტიზებული შენობის ადგილზე, ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაგა-ბაღი აშენდება.
სამშენებლო სამუშაოები, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს, ინტენსიურად მიმდინარეობს.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, საჭირო ტექნიკითა და ინვენტარით კეთილმოწყობილი, ბუნებრივი აირითა და ცენტრალური გათბობით უზრუნველყოფილი, 2 ჯგუფზე გათვლილი სააღმზრდელო დაწესებულება, 60-მდე აღსაზრდელს მოემსახურება.