ALL დაიჯესტი

საქართველოში სარკინიგზო მიმოსვლა 15 ივნისიდან განახლდება

მთავრობის დადგენილების თანახმად, სარკინიგზო მიმოსვლა 15 ივნისიდან განახლდება. საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ კომპანია მზად არის, მგზავრების უსაფრთხოდ გადაყვანისთვის და ჯანდაცვის სამინისტროს დაწესებული რეგულაციების შესრულებისთვის.

„დღეს მატარებლის ვაგონები ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. მათ განმარტეს, რომ საქართველოს რკინიგზა ყველა რეგულაციას ზედმიწევნით ასრულებს და მზად არის, აღადგინოს მგზავრთა გადაყვანა“,- განაცხადეს რკინიგზაში.

მათივე განმარტებით, კარანტინის პერიოდში კომპანია სრულად ითვალისწინებდა და იცავდა „კოვიდ-19“-თან დაკავშირებულ ყველა რეკომენდაციას.

„15 ივნისიდან ამოქმედებული მგზავრობის ინსტრუქცია კი შემდეგია: მგზავრები გაივლიან თერმოსკრინინგს; მათ უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია; ვაგონში შესვლისთანავე უნდა გაიარონ დეზობარიერი; ხელები უნდა დაიმუშაონ დისპენსერებში არსებული სადეზინფექციო ხსნარებით; მატარებელში არ დაიშვებიან პირბადეების გარეშე; მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება“,- აცხადებენ რკინიგზაში.

1tv.ge


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close