ALL დაიჯესტი

ზუგდიდში საქველმოქმედო აქცია გაიმართა



ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარმა წევრმა სალომე ფაცაციამ, „წმინდა გაბრიელის საქველმოქმედო ფონდის“ ინიციატივით, კომპაქტურად ჩასახლებული დევნილი 60 ბავშვისთვის საქველმოქმედო აქცია გამართა.

ბავშვებს გადაეცათ სასაჩუქრე კალათები და შპს „ჩემი ბებოს“ ტკბილეული. აქცია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს რეკომენდაციების დაცვით ჩატარდა.

საქველმოქმედო აქცია საგზაო სამშენებლო კომპანია შპს „ინდიკოს“, ქალბატონების ლალი თორდიას, მარიკა კორკელიას და გასართობი ცენტრის „Heppy day“-ს მხარდაჭერით განხორციელდა.

ინფორმაციას ზუგდიდის საკრებულო ავრცელებს.


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close