ALL დაიჯესტი

“ის ფაქტი, რომ დღეს ჩვენს ქალაქს და მთელ ქვეყანას ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში საიმედო მდგომარეობა აქვს, ამ ადამიანების დიდი დამსახურებაა”

ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი  დღეს ცხელების ცენტრს ესტუმრა. ირაკლი ხახუბიამ მათ გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

“მადლობა გადავუხადე ჩვენს ექიმებს, ექთნებს, ეპიდემიოლოგებს, ცხელების ცენტრის თითოეულ თანამშრომელს, ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ გაწეული მუხლჩაუხრელი შრომისათვის. ის ფაქტი, რომ დღეს ჩვენს ქალაქს და მთელ ქვეყანას ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში საიმედო მდგომარეობა აქვს, ამ ადამიანების დიდი დამსახურებაა.

Covid-19-ის ეპიდემიის გავრცელების შეკავება სახელმწიფო სტრუქტურებმა და სამედიცინო პერსონალმა ერთობლივი ძალისხმევით შეძლო, რის შედეგადაც ავიცილეთ ეპიდემიური ტალღა ჩვენს ქვეყანაში, შედეგად მრავალი ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შენარჩუნება შევძელით”,-განაცხადა ხახუბიამ.


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close