ALL დაიჯესტი
სენაკში, ქუჩების სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავების პროცესი დაიწყო

- ნახვები2766
- ლაიქები0
კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, რუსთაველისა და ჭავჭავაძის ქუჩები სპეციალური ხსნარით მოირეცხა.
სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, პირველ მოადგილესთან – გრიგოლ ბაღათურიასთან, მოადგილესთან – კახაბერ კუპრეშვილთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, გაეცნო.
სამუშაოები სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა განახორციელა.
ქუჩების სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავების პროცესი გაგრძელდება და ის მთელ ქალაქს მოიცავს.
ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.