POSTS დაიჯესტი

“რატომაა, რომ “პატრიარქალურ” საზოგადოებაში ქალების ქვოტები მოსწონთ?”-გია ნოდია

“NDI-ს ბოლო გამოკითხვაში ბევრი შეშფოთდა იმით, რომ 76 პროცენტს არ მოეწონა ფეხბურთელ კაშიას მიერ თავის ჰოლანდიურ კლუბში სექსუალური უმცირესობების მიმართ სოლიდარობის გამოხატვა, ხოლო 47-მა პროცენტმა ეს მიუღებლად მიიჩნია. ვთვლი, რომ კაშია სრულიად სწორედ მოიქცა, მაგრამ გამოკითხვის შედეგებზე დიდი რეაქცია არ მქონია: მიკვირს, ვინც უკეთესს ელოდა, რატომ ელოდა.

მაგრამ ახლა სხვა რამეზე ვწერ. იმავე გამოკითხვაში, 63-მა პროცენტმა მხარი დაუჭირა პარლამენტში ქალებისთვის ქვოტების შემოღებას. ამ ცვლილების მომხრეები მას „პროგრესულად“ თვლიან – ისევე, როგორც პროგრესულია სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვა. ამ დროს, სტატისტიკიდან ჩანს, რომ ერთი და იგივე ხალხი მიუღებლად თვლის კაშიას ქცევას (ან სულ მცირე არ მოსწონს ის), მაგრამ ქალების ქვოტები მოსწონს. როგორაა ეს? რატომაა, რომ “ტრადიციულ” და “პატრიარქალურ” საზოგადოებაში ქალების ქვოტები მოსწონთ?

როგორ და წინააღმდეგობა სინამდვილეში არ არის. სულაც არაა აუცილებელი, ქალების ქვოტების მომხრე ქალის და მამაკაცის თანასწორობის მომხრე იყოს. პირიქით, ქალი არაა კაცის თანასწორი (მათი აზრით), სწორედ ამიტომ ის არ უნდა შეეჯიბროს კაცს. მას ცალკე შესასვლელი უნდა ჰქონდეს პარლამენტში, ისევე როგორც ადრე თბილისში ცალკე იყო კაცების რიგი და ქალების რიგი ერთსა და იმავე საქონელზე”.

გია ნოდია

ფეისბუქ-სტატუსი


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close