News დაიჯესტი

საჰაერო ბაზრის ლიდერი მალე ჩინეთი გახდება

მომდევნო 5 წლის განმავლობაში აშშ საჰაერო ბაზრის ლიდერის პოზიციას ჩინეთს დაუთმობს. CNN Money-ზე დაყრდნობით, ინფორმაციას Commersant-ი ავრცელებს.

საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტიზაციის ასოციაციის (IATA) განცხადებით, 2036 წლისთვის თვითმფრინავის მგზავრების ყოველწლიური რაოდენობა 8 მილიარდს მიაღწევს, რაც ამჟამიდელ რაოდენობას ორჯერ აღემატება.

IATA-ს ვარაუდით, გაზრდილი მგზავრების რაოდენობაში 50%-იან წვლილს აზიელები შეიტანენ. ამავე პერიოდში, საჰაერო ტრანსპორტიზაციის ბაზარზე ლიდერად ჩინეთი მოგვევლინება.

IATA-ს მიხედვით, მომდევნო 20 წელიწადში აზიის განვითარებადი ბაზრები დომინირებას დაიწყებენ. ბრიტანეთს, რომელიც სიდიდის მესამე ბაზარს წარმოადგენს, 2030 წლისთვის ინდოეთი და ინდონეზია გადაუსწრებენ.

იხ.ვრცლად


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close