News დაიჯესტი
შსს-ს თანამშრომლებმა,,მსოფლიოს პოლიციელთა და მეხანძრეთა თამაშებზე“ 9 ოქროს მედალი მოიპოვეს

- ნახვები1670
- ლაიქები1
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამართულ ,,მსოფლიოს პოლიციელთა და მეხანძრეთა თამაშებზე“ 9 ოქროს მედალი მოიპოვეს.
წელს, საერთაშორისო ტურნირი 8-18 აგვისტოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ ჩენგდუში გაიმართა. მასში მონაწილეობა 80 ქვეყნის პოლიციელმა და მეხანძრემ მიიღო.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან სხვადსხვა სპორტის სახეობებში 7 წარმომადგენელი ასპარეზობდა. აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანმა პირველობას მიაღწია, მათ შორის ორი კი ორგზის ოქროს მედალოსანი გახდა.