ALL დაიჯესტი
შიდა ქართლში, რაზმათის ხეობაში ძლიერი ხანძარია – ბოლო ინფორმაცია სტიქიის ზონიდან

- ნახვები4889
- ლაიქები0
შიდა ქართლში, ატენში, რაზმათის ხეობაში ხანძარია. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, „112“-დან მიიღო ინფორმაცია, შიდა ქართლში, ატენში, რაზმათის ხეობაში არსებული ძლიერი დაკვამლიანების და ღია ცეცხლის შესახებ.
შეტყობინების მიღებისთანავე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მყისიერი რეაგირება მოახდინა და ადგილზე გავიდნენ გორის სახანძრო-სამაშველო განყოფილების ჯგუფები. ასევე, დამატებითი ძალების მობილიზება მიმდინარეობს შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებიდან და სხვა რეგიონებიდან. ხანძრის ქრობის პროცესში უკვე ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი.
ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ცეცხლი გავრცელებულია წიწვოვან ხეებზე”,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.