News დაიჯესტი
საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატები ამერიკის ისტორიის საზაფხულო ბანაკში მიემგზავრებიან
საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატები ამერიკის ისტორიის საზაფხულო ბანაკში მიემგზავრებიან

- ნახვები1469
- ლაიქები0
18 აგვისტოს, საქართველოს ახალგარდა დიპლომატთა წევრები ამერიკის ისტორიის საზაფხულო ბანაკში მიემგზავრებიან. საზაფხულო ბანაკის ფარგლებში, ახალგაზრდები შეისწავლიან ამერიკის ისტორიას დამოუკიდებლობის დეკლარაციიდან გაერთიანებული ერების ქარტიამდე.
პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია სხვადასხვა მუზეუმებისა და ღირსშესანიშნაობების მონახულება ნიუ-იორკში, ფილადელფიასა და ვაშინგტონში.
სასწავლო-შემეცნებითი ბანაკი ამერიკის შეერთებულ შტატებში მოიცავს ამერიკის ისტორიის შესწავლას, თუ როგორ დანერგეს დემოკრატიული ღირებულებები იმდროინდელ ცვალებად სამყაროში ახალი სახელმწიფოს დამფუძნებელმამამებმა.