News დაიჯესტი
უცნობი დაავადება ყოველდღიურად სპობს ახალგაზრდა ქალს – სამი შვილის დედის უმძიმესი ისტორია
- ნახვები691
- ლაიქები0
„ჩვენი დედიკო ჩვენი გულია და თუ ის მოკვდება, ჩვენც მოვკვდებით“, – ამას 7 წლის დავითი და 6 წლის გიორგი ამბობენ, რომლებსაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მხოლოდ ის ესმით, რომ დედა ცუდადაა, უფრო ხშირად კი საკუთარი თვალით ხედავენ როგორ კარგავს გონს დედა და ძირს ეცემა… და ისიც კი არ იციან ცოცხალია თუ არა!
უმძიმესი მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. უცნობი დაავადება ყოველდღიურად სპობს ახალგაზრდა ქალს. ყველაზე საზარელი კი ის არის, რომ ყველაფერი მისი შვილების თვალწინ ხდება. უფროსი ბიჭები გულში ყველაზე მეტად განიცდიან: როდესაც ის უგონოდ წევს ხელებს უკოცნიან და თავზე ეფერებიან… პატარა ნანა კი, რომელიც წლინახევრისაა ბოლომდე ვერც კი ხვდება რა ხდება ამ დროს. ხანდახან ისიც კი ჰგონია, რომ დედიკო ეთამაშება…
ჩვენ ნინოს გავესაუბრეთ და გვერწმუნეთ, მსგავსი შემზარავი ისტორია ალბათ არც გაგიგიათ!
ნინო, მოგვიყევით, როგორ აღმოჩნდით ამ საზარელ ადგილას?
ნინო ბეკურიშვილი: ძალიან ადრე გავთხოვდი, უფრო სწორად კი არ გავთხოვდი, 17 წლის ასაკში მომიტაცეს. ახალ ოჯახში სირთულეები მალევე დაიწყო. ორი ბიჭი გამიჩნდა, მაშინ როდესაც მე თვითონ ბავშვი ვიყავი, მაგრამ ვცდილობდი კარგი დედა ვყოფილიყავი… „ოჯახური იდილია“ დიდხანს არ გაგრძელებულა… ერთ დღეს ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად სახლიდან გამოგვაგდეს!
20 წლის ნინო ორი ბავშვით ხელში ღია ცის ქვეშ დარჩა. მშობლებმა ღვიძლი შვილი ოჯახში არ მიიღეს! დიახ, ასეთებიც ხდება!
თუმცა გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს და ღმერთმა მას, საკუთარი უბედურების დასათმენად ადამიანი გამოუგზავნა, რომელმაც ნინო და მისი ბავშვები შეიყვარა! ბიჭები მას „მამას“ ეძახდნენ! ისინი ერთად ახლობლის სახლში დასახლდნენ, რომელსაც უვლიდნენ, ჰქონდათ ჭერი, საჭმელი, სითბო, სიყვარული და როგორც ზღაპარში ისე ცხოვრობდნენ. …მაგრამ იდილია დიდხანს არ გაგრძელებულა!
– ნინო, მოგვიყევით, სადაა ახლა თქვენი ქმარი?
ნინო ბეკურიშვილი: ორსულობის დროს ჯანმრთელობის პრობლემები შემექმნა. გონებას ვკარგავდი ხოლმე. ექიმები მიზეზს ვერ ადგენდნენ და ძვირადღირებული მედიკამენტები დამინიშნეს. ასეთი თანხები ჩვენ არ გვქონდა. მეუღლე კაპიკებზე მუშაობდა: ხან მტვირთავად და ხან მშენებლობაზე… მაგრამ ასეთ თანხებს ალბათ სამი წლის განმავლობაშიც ვერ შევაგროვებდით … ერთ დღესაც მოვიდა და მითხრა, რომ ფული იშოვა. ღმერთო, რომ მცოდნოდა ასე მოიქცეოდა… ალბათ მიხვდით, რომ მან იქურდა და 2 წლით ჩასვეს. ჩვენი შვილი – ნანა 1 თვეში გაჩნდა. უკვე წლინახევრის არის ბავშვი, მაგრამ მას ჯერ არ უნახავს მამა, ის კი ბავშვის ნახვას მოუთმენლად ელის. მის გარეშე ძალიან გვიჭირს.
– თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბავშვის დაბადების შემდეგ გაუმჯობესდა?
– არა, პირიქით… ძალიან ხშირად ვკარგავ გონებას… არც მახსოვს როგორ მემართება ეს. ძალიან დიდი ძალისხმევა მჭირდება, რომ გავუმკლავდე ამ ტკივილებს და არ ვაგრძნობინო ბავშვებს, ისინი იმდენად მგრძნობიარეები არიან… ყოველი წამოხველებისას იღვიძებენ და მეკითხებიან: „დედიკო ცუდად ხარ?“
უფროსმა ბიჭმა სასწრაფოში დარეკვა ისწავლა… საბრალო ბავშვი, ცუდად რომ ვხდები კალენდარზე ნიშნავს ამ დღეებს… ექიმებსაც ის უხსნის ყველაფერს… ყოველ ჯერზე მედ-პერსონალს ჩემი საავადმყოფოში გადაყვანა უნდა, მაგრამ ვის დავუტოვო ბავშვები? ამიტომ უარს ვეუბნები… ესაა იმის მიზეზი, რომ დღემდე არ ვიცი რა მჭირს… ყველაფერ ამას კიდევ ეს პირობებიც ემატება, ზამთარში კედლები შიგნიდან ყინულით იფარება, წვიმის დროს სახლშიც წვიმს… ჯოჯოხეთის ფილიალში ვცხოვრობთ!
ეგ კი არა, ისიც კი მიკვირს საერთოდ როგორ ვარ ცოცხალი, ჩემი ბავშვები როგორ იტანენ ამდენს, როგორ ვარსებობთ! ნეტა ვის ვავნეთ, რომ ასე დაგვწყევლა? არც ერთი დღე არ მქონია ბედნიერი! მხოლოდ ქმართან ერთად გატარებული წლები და მისი მალე ნახვის იმედი მაძლევს სიცოცხლის ძალას.
ნინო ოპტიმისტია, იმედს არ კარგავს რომ ღმერთი არ მიატოვებთ მათ. ერთადერთი, რასაც უფალს შესთხოვს – ცოტათი მაინც გაუხანგრძლივოს სიცოცხლე, იმისთვის რომ ფეხზე დააყენოს ბავშვები და რაც შეიძლება დიდხანს უყუროს მათ სახეებს.
ნინოს გადარჩენის შანსი კიდევ აქვს! მაგრამ ეს იმ შემთხვევაში თუ ჩვენ, ერთობლივი ძალებით დავეხმარებით მას!
მათ ესაჭიროებათ საკვები პროდუქტები, მედიკამენტები, ბავშვებისთვის ტანსაცმელი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა.
თქვენ თავად შეგიძლიათ მოინახულოთ ბეკურიშვილების ოჯახი და პირადად აღმოუჩინოთ ნებისმიერი სახის დახმარება. მათი მისამართია: ქ. თბილისი, ვაზისუბნის რაიონი. შანდორ პეტეფის ქ. #17, ტელ.: 557 71 3070
თქვენ ასევე შეგიძლიათ ფინანსურად დაეხმაროთ ამ ოჯახს და გადმორიცხოთ თანხა ჩვენი ფონდის ანგარიშზე. ჩვენ აუცილებლად შეგატყობინებთ, რა თანხები რაში დაიხარჯა. ჩვენი ანგარიშია: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ნინო ბეკურიშვილი). თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ფონდის საიტიდანაც https://chernovetskyifund.ge/ge/projects/372-zakaidze/
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზეhttps://goo.gl/GY2Gus).
ამ ახალგაზრდა ქალისა გადარჩენა და მისი სამი ბავშვის დაობლებისგან ხსნა მხოლოდ თქვენ შეგიძლია!